პირველი წაგება ერთა ლიგაზე - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება ისევ არ განახორციელა. თავიდან უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა, პირველი მომენტი კი პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც სუდაკოვის დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. შემდეგ სტადიონზე ნაწილობრივ განათების პრობლემა შეიქმნა, რის გამოც თამაში შვიდი წუთით შეჩერდა. მოედნის საფარი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა, თამაშის ტემპი მაღალი არ იყო. 35-ე წუთზე კი მუდრიკმა უკრაინელები დააწინაურა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეტევებით უპასუხეს, კვარაცხელიას პასის მერე ქოჩორაშვილმა ვერ გაიტანა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში შანსი მიქაუტაძეს მიეცა, მაგრამ მან ბურთი კარს ააცილა. მერე მუდრიკს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. სანიოლმა ჯერ ლოჩოშვილი შენგელიათი, ხოლო შემდეგ ქოჩორაშვილი დავითაშვილით შეცვალა. ჩვენს გუნდს მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. სანიოლი ვა-ბანკზე წავიდა, მოედანზე გველესიანის ნაცვლად ზივზივაძე შეუშვა. 89-ე წუთზე დავითაშვილის გოლი არ ჩაითვალა, ვინაიდან იქამდე კვარაცხელიაზე თამაშგარე დაფიქსირდა და მარცხი განვიცადეთ.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს თბილისში ალბანეთთან ჩაატარებს, რომელსაც დღეს ჩეხეთმა 2:0 მოუგო.

პოზნანი. „ენეა“

უკრაინა - საქართველო 1:0
გოლი: მუდრიკი (35)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი (ზივზივაძე 82), დვალი, ლოჩოშვილი (შენგელია 80), ქოჩორაშვილი (დავითაშვილი 71), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

altშედარებები... კვარაცხელია თუ მუდრიკი, მიქაუტაძე VS დოვბიკი და მამარდაშვილი თუ ტრუბინი... სანიოლის წარმატების საიდუმლო, საქართველოს ნაკრების ანალიზი და პროგნოზი - ინტერვიუ ანდრეი დემჩენკოსთან

მკითხველის კომენტარები / 85 /
სადღაც ხომ უნდა წაგვეგო და ჯობდა ახლა წაგვეგო ვიდრე სახლში ალბანეთთან.
რომ მიეცა პასი მიქაუტაძეს ალბათ ფრეც გამოვიდოდა.
ისე არა უშავს. დაეშვებიან მიწაზე.
0
ამონარიდი:
"ყოფილი სახალხო დამცველი ნინომ ლომჯარია საქართველო-უკრაინის გუშინ გამართულ საფეხბურთო შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება, უკრაინის ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ უკრაინას გამარჯვება სჭირდებოდა, დამარცხება კი, "ხანდახან შეიძლება უფრო სასარგებლოც იყოს"

"უკრაინას ვულოცავ გამარჯვებას! მათ ეს სჭირდებოდათ, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ. დამარცხება ხანდახან შეიძლება უფრო სასარგებლოც იყოს, რომ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებებისთვის მოვემზადოთ"
მაშ რა გეგონათ?
11:05 12-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული