23:41 11-10-2024
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 მარცხდება [VIDEO]
AutoSharing Option
„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება ისევ არ განახორციელა. თავიდან უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა, პირველი მომენტი კი პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც სუდაკოვის დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. შემდეგ სტადიონზე ნაწილობრივ განათების პრობლემა შეიქმნა, რის გამოც თამაში შვიდი წუთით შეჩერდა. მოედნის საფარი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა, თამაშის ტემპი მაღალი არ იყო. 35-ე წუთზე კი მუდრიკმა უკრაინელები დააწინაურა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეტევებით უპასუხეს, კვარაცხელიას პასის მერე ქოჩორაშვილმა ვერ გაიტანა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
პოზნანი. „ენეა“
უკრაინა - საქართველო
გოლები: 1:0 მუდრიკი (35)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე
მკითხველის კომენტარები / 24 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მსაჯი რომ ასეთი მნიშვნელობის მქონე თამაშში ინიშნები, არ უნდა იცოდე რომ მხოლოდ მაშინ უნდა დააცადო მომენტის დამთავრება როცა VAR-ია !? უკრაინის ნაკრებს კი ვულოცავ მოგებას და ბიჭებს რაც შეეხება ზოგიერთის დღევანდელი თამაშით უკმაყოფილო ვარ
4
3
ჯიშ მოხნულ..ები როგორ ,,მეგობრულად,, გვიჭერდნენ უკნიდან.
8
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული