
გამოცემა იტყობინება, რომ მარშის ორგანიზატორი სომხური FAF Ultras-ია, რომელმაც განცხადება გაავრცელა: „ძვირფასო გულშემატკივრებო, რომლებიც თბილისში გაემგზავრებით - მსვლელობა მეტროს სადგურ წერეთლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. ჩვენ 23 მარტს 15:00 საათიდან შევიკრიბებით და ქალაქის ხელისუფლებასთან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით მსვლელობა დაიწყება.
თან იქონიეთ სამფეროვანი დროშები და ეროვნული გუნდის ატრიბუტიკა. მოდით, ორგანიზებულად დავუჭიროთ ჩვენს ნაკრებს მხარი თბილისში. უსაზღვრო რწმენა და ურყევი ერთგულება“.
აღნიშნულია, რომ ფანების პირველი ჯგუფი უკვე
გამოემგზავრა საქართველოს დედაქალაქში.
ქართველ გულშემატკივრებს ერევანში კარგად დახვდნენ, იმედია, თბილისში ასეთივე მასპინძლობას გავუწევთ და არავითარ ექსცესებს ადგილი არ ექნება. ქართული გამოთქმა გვეუბნება: „სტუმარი ღვთისაა“ - ეს საუკეთესოდ გამოხატავს ჩვენი კულტურისა და სტუმრის პატივისცემის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.
ვან ტ'სხიპი: რევანშისთვის მზად ვართ - გამარჯვება სომხეთშიც შეგვეძლო, მაგრამ...
სანიოლი: ცვლილებები ტაქტიკაში არ იქნება, შემადგენლობაში კი ზომიერად
კვარაცხელია პრესკონფერენციაზე - ლეგენდარული ფეხბურთელები გვყავდა და ისევ გვეყოლება!
სომხებს თბილისში გამარჯვება ახსოვთ, ხვიჩა ბრუნდება, ველით ზარიასა და გულიაშვილს...