ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა წარმატებულად ითამაშა, მასზე მსჯელობა გვსურს, ამის მიუხედავად კი მთავარ თემად მატჩის შემდეგ მომხდარი სამწუხარო ინციდენტი იქცა. ამ საკითხზე "ფეისბუქპოსტი" ჟურნალისტმა, მასწავლებელმა და ლექტორმა, ლიანა მარქარიანმა გამოაქვეყნა;

"ბოლომდე წაიკითხე!

იცით რა, კი, მე ვარ სომეხი, თან კაი, ძირფესვიანად სომეხი, მაგრამ ვიცოდი ზუსტად, რომ საქართველო გაიმარჯვებდა და დიახ, მინდოდა კიდეც, რადგან პერსპექტივას ვხედავდი მეტს. ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთის წაგება მინდოდა - არა, მაგრამ რაციონალურად დალაგდა ჩემს გონებაში. ის რაშიც ქვეყანა ძლიერი არაა, ჰიპოთეთურ ოცნებებში ვერც იქნება - ეს გუნდმაც
იცოდა. მაგრამ, სხვა რამეზე ვწერ…

Sportall.Ge

გთხოვთ, ნუ აზიარებთ ქართველი გულშემატკივრების ვიდეოებს და ნუ აწერთ ათას რამეს, ეს ჩვენ არ შეგვშვენის. გაუხარდათ, ხო კაი… ზედმეტშიც გადაუვიდათ, კარგი, მაგრამ მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის ამ სახეს, ნუ თესავთ ნეგატივს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც და პირიქით - გვიხაროდეს გამარჯვება! სომხეთის გუნდს წინ აქვს ყველაფერი!!! 

პ.ს. არ დაგვავიწყდეს, ერს ვეთამაშეთ, რომელიც სულ რაღაც 2-3 წლის წინ ომში იყო, ლამის ბიჭების ნახევარი თაობა დაკარგა, ნახევარი კიდევ შშმ პირი ჰყავს. ამაზე თუ ასე გავგიჟდით მაშინ, კი არ მახსოვს.

Sportall.Ge

ვიმეორებ, დაანებეთ თავი ამ უაზრო პოსტების გაზიარებას! მიყვარხართ ყველა! ჩემი სომხებიც და ჩემი ქართველებიც!!!"

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სომხეთის ნაკრები ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა და "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

altარეულობა საქართველოსა და სომხეთის მატჩის შემდეგ - რა მოხდა "დინამო არენაზე"? [VIDEO]

altსირცხვილი და მავნებლობა - თურქეთთან მატჩი შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს

მკითხველის კომენტარები / 35 /
რასაც ეს გოგო წერს,სრულიად ვეთანხმები.რაღაც უმნიშვნელო ფაქტების გამო,შუღლის აგორებას რა შედეგებიც მოსდევს,აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ვნახეთ!მეზობლები ვიყავით,ვართ და იმედია ვიქნებით.ჩვენ შორის მუდამ იქნება ქილიკი და ვითომ დაპირისპირება,მაგრამ ასეთი რამე,მეზობელ სოფლებსა და მხარეებს შორისაც გვაქვს ყოველთვის და მხოლოდ სულელი აღითქვამს,სერიოზულად.სულელს ვამბობ,მაგრამ თუ აქედანაც კუდი გამოაბეს და იქიდანაც,ასეთ რამეებსაც კი შეუძლია,სერიოზულ დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს და ეს ქალბატონიც სწორედ ამაზე აფრთხილებს.რაც სტადიონზე მოხდა,ეს ჩვენი სირცხვილია,მაგრამ ის სომხებს მოუწოდებს,ამას გაზვიადებულ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებენ.რა თქმა უნდა სწორად იქცევა!ჩვენ ერებს შორის დაპირისპირების გამწვავებას,მრავალი შინაური და გარეული "კეთილისმყოფელი"ოცნებობს.რაც აქ მოხდა,ისიც მათ მიერ წაბიძგებული მგონია და ჭკუა იმაზე მაინც უნდა გვეყოს,რომ შემდგომი გამწვავება ავირიდოთ თავიდან.თამაშს სომხეთის პრემიერი,საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი,თბილისის მერი ესწრებოდნენ.ამაზე უკეთეს ადგილს და დროს,სად ნახავდნენ,პროვოკაციისათვის?გასაგებია,რომ იმ ბავშვების დიდი ნაწილი,ვინც მოედანზე გადავიდა,ამის აზრზეც არ იყვნენ,მაგრამ იქნებოდნენ წინასწარ მომზადებული დამწყებები და მერე,სხვებიც მათ მიჰყვნენ უკან.ჩაგვაშხამეს ყველაფერი და ქვეყანასაც დიდი დარტყმა მიაყენეს.ბავშვებს მშობლებმა უნდა ასწავლონ,სად როგორ უნდა მოიქცნენ და თუ არ ასწავლიან,მშობლებს უნდა მოეკითხოთ,მათი საქციელის გამო,აი დამწყებები ვინც იყვნენ და სტუმრებზე ვინც გაიწიეს,მათ გამოსავლენად კი გამოძიება უნდა ჩატარდეს და ბოლომდე ჩაჰყვნენ,საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი.შენ გამო დაჯარიმდა ფედერაცია თუ სტადიონი?!-კეთილი ინებე და შენი ჯიბიდან ჩაუზიარდი,ზარალის დაფარვაში.ამის შემდეგ კარგად დაფიქრდებიან,ვიდრე იგივეს გაიმეორებენ,ხოლო თუ გაიმეორებენ,მგლის ბილეთი და საერთოდ აღარ ჰქონდეთ,სპორტულ ობიექტზე ფეხის შედგმის უფლება!რაც შეეხება სტიუარდებს,ერთ და ორ კაცს კი შეაჩერებენ,მაგრამ როცა რამდენიმე ასეული ადამიანი გადმოდის მოედანზე ,მათი დაჭერა როგორ წარმოგიდგენიათ?ხელკეტები მისცენ და ძალით გამორეკონ?-ეს კიდევ უარესი იქნება და შესაძლოა დიდ უბედურებამდეც მიგვიყვანოს.
1979 წელს,დინამო-ჰამბურგის მატჩის ღამე,სალაროსთან გავათენე,მაგრამ ძალიან ცოტა ბილეთი გამოიტანეს გასაყიდად და მაინც არ შემხვდა.ჰოდა შევიარაღდი დახატული ბილეთებით და შემმოწმებლებში წარმატებითაც გავიარე,მაგრამ უკვე სტადიონის ტერიტორიაზე,მილიციელმა შემაჩერა და ბილეთი შემიმოწმა,რა თქმა უნდა შეამჩნია,რომ ბილეთი ყალბი იყო და სტადიონს გარეთ გამიყვანა(გამაგდო),თუმცა მეორე ასეთივე ბილეთით შევედი და იარუსებს შორის თავისუფალი სივრცე რომ არის,იქ ვიდექი,მთელი მატჩი.წაღუნული,რადგან სიმაღლეში ვერ ვიმართებოდი,ჩემს წინ კი სხვა ჩემნაირი უბილეთო იყო ჩაცუცქული და გოლი რომ გავიტანეთ,გახარებული რომ წამოხტა,კინაღამ იქიდან გადავვარდი,ცემენტსა თავი ავარტყი,თუმცა ამას ვინ ჩიოდა!1-3 წავაგეთ,მაგრამ აზრადაც არავის მოგვსვლია,იქ რაიმე გაგვეფუჭებინა,ან მოედანზე ვინმე გადასულიყო.იმ თამაშზე,კიბეებზეც და სადაც დადგომა შეიძლებოდა,ყველაფერი დაკავებული იყო.ალბათ 100 000 კაცამდე იქნებოდა.რაც მე და ჩემისთანებმა გავაკეთეთ,რა თქმა უნდა არ შეიძლებოდა,მაგრამ ეს ფეხბურთის დიდი სიყვარულით გავაკეთეთ,რაც ახლა ხდება,ეს სიყვარული კი არა ყველას და ყველაფრის უპატივცემულობაა. რამაზ შენგელიას,ვოვა გუცაევს,საშა ჩივაძეს,ალექსანდრე ანპილოგოვს,ჩვენთვის საყვარელ სპორტსმენებს,ზოგს მაღაზიაში,ზოგს სხვაგან შევხვედრივარ,იქ მყოფებში ჩაიშრიალებდა ხოლმე,აგერ შენგელია მოდის,მაგრამ ახლო მისვლას და დალაპარაკებას არც ვფიქრობდით,რადგან მასაც თავისი საქმე ჰქონდა და მის პირად სივრცეს,დროს, პატივს ვცემდით,ეს მოკრძალება და სხვისი სივრცის პატივისცემა დაიკარგა სამწუხაროდ,დღევანდელ ახალგაზრდობაში!ალბათ როგორმე ისევ უნდა ვასწავლოთ.
სოსო
16:25 25-03-2025
1
რაც მოხდა ამ თამაშის შემდეგ იყო ქაჯების პარადი.სირცხვილი და თავის მოჭრა.იმის საშუალებაც კი არ მიეცით თქვე ქაჯებო ჩვენ გუნდს გამარჯვება ეზეიმა,ვინ ხართ, საიდან ჩამოთესლდით?პირველად ვნახე რომ დამარცხებულ გუნდს ასე მოეპყრო.ყველაზე ჩამყაყებულ ქვეყანაში არ იკადრებდნენ ამას.თქვე მართლა ნაგვებო.თქვენ საერთოდ არ ხართ ნორმალურ საზოგადოებასთან მისაკარებელი.საქვეყნოს მოგვჭერით თავი.
ტასი
10:38 25-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული