ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

5:0 - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სომხეთს ანადგურებს!

AutoSharing Option
ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სომხეთს 5:0 ამარცხებს.

ჩვენმა გუნდმა გასვლაზე 3:0 მოგებული პირველი შეხვედრისგან განსხვავებული ძირითადი შემადგენლობით დაიწყო თამაში - დისკვალიფიკაციის შემდეგ კაშია და კვარაცხელია დაბრუნდნენ და მწვრთნელმა სანიოლმა აზაროვის და კვეკვესკირის ნაცვლად სასტარტოში წიტაიშვილი და მექვაბიშვილი დააყენა. „ჯვაროსნებმა“ თავიდანვე შეუტიეს, წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი კიტეიშვილმა დაარტყა და აროიანისგან რიკოშეტით ჩანჩარევიჩის კარში გავიდა. შემდეგ მეტოქის კარი ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ ოთხჯერ დალაშქრეს. გუნდების კლასში სხვაობა უზარმაზარი იყო და მეტოქის მწვრთნელმა ტ'სხიპმა სამმაგი ცვლილება განახორციელა.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - სომხეთი
გოლები:
1:0 აროიანი (4, საკ. კარში), 2:0 მიქაუტაძე (14), 3:0 ჩაკვეტაძე (23), 4:0 კიტეიშვილი (27), 5:0 მიქაუტაძე (35)

altმატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!

ასევე დაგაინტერესებთ