თემურ ქეცბაია: გაშვებული გოლები მცველების შეცდომების შედეგი იყო და არა ტაქტიკის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც მისი გაწვრთნილი "ორენბურგი" რუსეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში "ენისეისთან" 0:2 დამარცხდა.

"არ მინდა, ბევრი ვილაპარაკო. იქნებ, ჩვენ არ ვიმსახურებდით წაგებას, მაგრამ დაცვაში ძალიან ცუდად გავისარჯეთ. ძალიან იოლად ვაძლევთ მოწინააღმდეგეს ჩვენი კარის აღების საშუალებას.

დღეს იყო თამაში პირველ შეცდომამდე. შევცდით ჩვენ და წავაგეთ. "ორენბურგმა" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. ჩვენ ბევრი მუშაობა გვმართებს...

ტაქტიკას რაც შეეხება, ვითამაშეთ სამი მცველით. ვფიქრობ, ტაქტიკა არ არის პრობლემა, გაშვებული გოლები არ იყო სქემის ბრალი. ეს
გახლდათ მცველების შეცდომების შედეგი", - ასე შეაჯამა თამაში ქეცბაიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ბრექი
kkkk
29 ივლისი 2017 12:27
0
პირველად ვკითხულობ მწვრთნელის ასეთ კომენტარს (ქეცბაიასვე ნაკრების დროინდელ კომენტარებს თუ არ ჩავთვლით). სამწუხაროა ძალიან
???
28 ივლისი 2017 18:03
0
ფიასკომდე ძალიან ახლოა. იმედია თემო მოიკრიბავ ძალას და გვასახელებ ქართველ მწვრთნელთა სკოლას.
feola
28 ივლისი 2017 17:05
0
ქეცბაიას იქედანაც გაუშვებენ.სამწუხაროდ.ვერც ერთმა ქართველმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმაც საზღვარგარეთ ვერ მიაღწია რაიმე შედეგს.კალაძის შემდეგ ვერცერთი ჩვენი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი ვერ აღწევს წარმატებას.სამწუხაროდ.
გუჯა
28 ივლისი 2017 13:43
0
ძალიან მწყინს როცა თემურის წარუმატებელი შედეგები აქვს.
gia
28 ივლისი 2017 13:12
0
თუ შედეგი არ დადო შედეგ ტურში და მერეც ალბათ მოუწევს ბარგის ჩალაგება
თამაზი
28 ივლისი 2017 12:12
0
ყველა ქართველს ვგულშემატკივრობ ყველა სპორტში და როდესაც ისინი მარცხდებიან რა თქმა უნდა გული მწყდება.
მაგრამ წაგებაც ღირსეული უნდა იცოდე და სხვებზე ასეთი ფორმით გადაბრალება მოსაწონი არ არის. იმედია გაითვალისწინებს და წარმატებები თემურ!
Irakli
28 ივლისი 2017 12:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული