გიორგი არაბიძე: "კარპატიში", რა თქმა უნდა, არ გადავდივარ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" შემტევი გიორგი არაბიძე ლვოვის "კარპატიში" გადასვლას გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ Sportanalytic-ის ინფორმაციით, ლვოვის "კარპატის" დონეცკის "შახტარისგან" გიორგი არაბიძის იჯარით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით.

Sportall.ge-მ ინფორმაცია თავად ფეხბურთელთან გადაამოწმა. დავინტერესდით, შეესაბამებოდა თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს. მისგან მოკლე და გასაგები პასუხი მივიღეთ: "არა, რა თქმა უნდა, იქ არ გადავდივარ!".

შეგახსენებთ, რომ მანამდე გიორგის გადაბირებით მოსკოვის "ლოკომოტივი" იყო დაინტერესებული, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ეს ვარიანტი თავად გამორიცხა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბატონებო, არაბიძე არ არის გიო ქინქლაძე, რომ მთხოვნელი კლუბების რიგი დაუდგეს. მგონია რომ ლოკომოტივმა თავად სთქვა უარი. აიაქსი ყიდულობს პერსპექტივის გათვალისწინებით.არ ვიცი ხედავს არაბიძეში რამეს. ევროპის საშუალო დონის კლუბში გადასვლა.... საშუალო არის საშუალო. ვის რა უნდა დაანახოს, ან რას უნდა მიაღწიოს. არ მომწონს ზოგიერთის დამოკიდებულება რუსულ პრემიერლიგასთან.ჯერ შენი შეჰქმენი უკეთესი და მერე უყურე ზემოდან.
თემო
04 აგვისტო 2017 20:25
0
თემო ! 100% ით გეთანხმები, კომპეტენტური აზრია ძალზე, ერთს დავამატებ: ავანსად გაცემა ქება დიდებისა, მცირედით კია შესაძლებელი, მაგრამ ამხელა დოზით? ემანდ არ გაყოყოჩდეს ბალღი და რაც გააჩნია სულ არ დაკარგოს ზოგიერთებივით( ალავერდი მკითხველთან ვარ!)
g.v.g.
04 აგვისტო 2017 21:23
0
რაც შეიძლება სწრაფად ევროპაში
sake
04 აგვისტო 2017 17:45
0
სიომინთან აჯობებს მას ქართველები უყვარს და პატივსცემს
გულშემატკივარი
04 აგვისტო 2017 15:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული