"ალბასეტემ" ლადო მოხევიშვილი "ალკოიანოში" გაანათხოვრა

AutoSharing Option
"ალკოიანო" "ალბასეტეს" ლადო მოხევიშვილის იჯარაზე შეუთანხმდა. 21 წლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველი 2017-18 წლების სეზონს სწორედ "ალკოიანოში" ითამაშებს. ეს გუნდი ესპანეთის სეგუნდა B-ს III ჯგუფში ასპარეზობს.

მოხევიშვილი ესპანეთში დაბადებული და გაზრდილი ქართველია, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი (8 მატჩი, 1 გოლი) გახლდათ, ამჟამად კი სისტემატურად იწვევენ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.

"ეს არის საინტერესო მოთამაშე დიდი მომავლით", - წერია "ალკოიანოს" პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მოხევიშვილმა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ "ალბასეტესთან" ორწლიანი კონტრაქტი 2015 წლის ივლისში გააფორმა. ერთი წლის განმავლობაში ის სარეზერვო გუნდში თამაშობდა, ხოლო მეორე
წელს მთავარ გუნდში ვარჯიშობდა.

წლეულს, ქართველის გუნდი სეგუნდა დივიზიონში გადავიდა, ჩვენებურმა კი პირველ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა - მარტში "ლოგრონიესთან" მოგებულ (4:3) შეხვედრაში მოედანზე 28 წუთი დაჰყო, ხოლო 8-ჯერ მატჩის განაცხადში იყო.

საინტერესოა, რომ თავის დროზე "ალბასეტეში" პროფესიული კარიერა დაიწყეს სახელგანთქმულმა ვარსკვლავებმა - ფერნანდო მორიენტესმა და ანდრეს ინიესტამ.

მოხევიშვილის გარდა, ესპანეთში კიდევ სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკშია", გიორგი აბურჯანია - "სევილიას" დუბლებში, ხოლო ახლახან "სარაგოსაში" გიორგი პაპუნაშვილი ჩაირიცხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰო,მაგრამ ინიესტა და მორიენტესი აღმა ავიდნენ,მოხევიშვილი კი პირიქით ზევიდან ქვევით დაეშვა.
სოსო
15:43 16-08-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული