"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

AutoSharing Option
"კრაკოვიასა" და საქართველოს ნაკრების მცველ ოთარ კაკაბაძეს პოლონეთში გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ჰკითხეს.

29 წლის უკანახაზელმა თქვა, რომ ამჟამად მის ქვეყანაში ქაოსია და იმედია, ყველაფერი მალე დამთავრდება.

"საშობაო არდადეგების გატარებას სამშობლოში ვგეგმავ. ყველა ვხედავთ, რაც საქართველოში ხდება, ეს ქაოსია. ჩემი ქვეყნისთვის საუკეთესო მინდა. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებსა თუ კვირებში ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში დაბრუნდება", - თქვა კაკაბაძემ.

კაკაბაძის ამ განცხადებას "ფორმულას" ეთერში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი დირექტორი გია ჭანტურია გამოეხმაურა, რომელმაც თქვა:

"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კაკაბაძემ
გააკეთა განცხადება, რომელიც იყო ამაზრზენი. მან თქვა, რომ ჩამოსვლა უნდა და იმედია, ეს ყველაფერი მალე დამთავრდებაო. ფაქტობრივად, მან მოუწოდა "ქართულ ოცნებას" რომ დროზე, ყველა დაიჭირეთ ვინც დასაჭერია, ცემეთ პატარა ბიჭები და გოგოები იმიტომ, რომ მე ჩამოსვლა მინდაო. მე მგონია, სირცხვილია, რომ "პასიც" მიიღოთ მაგათგან.

მივმართავ, საქართველოს ნაკრების წევრებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს დააფიქსირეს თავისი პოზიცია, ხანდახან დგება მომენტი, როდესაც შეიძლება შენი გადასაწყვეტი იყოს შენი ქვეყნის ბედი. ერთობლივად რომ დამდგარიყავით, ის, როგორც ჩვენ დავუდექით კაპიტან კაშიას ერთ მშვენიერ დღეს, რომელმაც, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დაივიწყა, ასე თქვენმა ერთად დადგომამ შეიძლება ეს ქვეყანა გადაარჩინოს", - თქვა ჭანტურიამ.
მკითხველის კომენტარები / 84 /
იმედია, კაკაბაძის ადგილს გ. ჭანტურია დაიკავებს და ის გააკეთებს საოლე პასებს... წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
17:46 09-12-2024
1
ასეთ სიუგნურეს ხომ მოფიქრება უნდა? ეს უგნურების ფსკერიც აღარაა.
ჟორა გაბრიჭიძე
18:21 08-12-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული