გიორგი ჭანტურია: ტკივილი საერთოდ არ მაწუხებს, ფიზიკურადაც კარგად ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია "ურალთან" ერთად რუსეთის პრემიერლიგის მომავალი ტურის მატჩისთვის ემზადება. VII ტურის შეხვედრაში "ურალი" მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლებს.

თამაშის წინ ტელეარხმა ОТВ-მ ეკატერინბურგელ ფეხბურთელებზე სიუჟეტი მოამზადა, სადაც ყურადღება განსაკუთრებით ქართველ ლეგიონერზე გაამახვილა:

"...ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე ვინც შეიძლება ნამდვილად ვიხილოთ, ეს გიორგი ჭანტურიაა. ის ბურთს ბრწყინვალედ ფლობს და არანაკლები დრიბლიორია, ვიდრე ჩისამბა. მის ტექნიკას ბონუსად კი მოედნის შესანიშნავი ხედვა და ბრწყინვალე დიაგონალური გადაცემა ემატება. მან ეს ყველა ოპცია გაააქტიურა და ამ დროისთვის ფეხბურთელი, რომელიც ტრავმას რვა თვე იშუშებდა და
ახლა გამოჯანმრთელდა, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. მოედანზე ჭანტურიას ყოველ გამოჩენას შედეგიანი მოქმედებები მოჰყვება...", - ნათქვამია სიუჟეტში.

ქართველმა ფეხბურთელმა თამაშის წინ რუსულ ტელეარხთან კომენტარი თავადაც გააკეთა:

"ახლა კარგად ვარ მომზადებული. ტკივილი საერთოდ არ მაწუხებს და ფიზიკურადაც კარგად ვგრძნობ თავს. მიხარია, რომ თითოეულ თამაშში ვახერხებ, სასარგებლო ვიყო გუნდისთვის და ვფიქრობ, რომ ასევე უნდა გავაგრძელო".
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი იკნება გიორგიმ ირლანდიასტან გამარჯვების გოლი გეიტანოს,აბა სჰენ იცი
otar
06:48 23-08-2017
0
დიდო მწერალო ოპცია რა არის ქართულად? ბოდიშით ინგლისური არ მეხერხება და ლექსიკონიც არ მაქვს, შეიძლება დედა ენაში ჩაიხედოთ ხანდახან?
niko
17:39 18-08-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული