მეტოქე: ონილმა ირლანდიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომავალი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოსთან მატჩის (2 სექტემბერი) შემდეგ "სამყურები" სერბეთს (5 სექტემბერი) მასპინძლობენ. ონილის სიაში 39 ფეხბურთელია.

რა თქმა უნდა, სანაკრებო ჩამონათვალი მალე ოპტიმალურ სახეს მიიღებს, მანამდე კი ირლანდიელთა სრულ ლაშქარს გადავავლოთ თვალი:

მეკარეები: დარენ რენდოლფი (მიდლსბრო, ინგლისი), კიერან ვესტვუდი (შეფილდ უენსდი, ინგლისი), რობ ელიოტი (ნიუკასლი, ინგლისი), კოლინ დოილი (ბრედფორდი, ინგლისი);

მცველები: ჯონ ოში (სანდერლენდი, ინგლისი), სტეფან ვარდი (ბარნლი, ინგლისი), პოლ მაკშეინი (რედინგი, ინგლისი), კლარენ კლარკი
(დერბი, ინგლისი), კირუს კრისტი (მიდლსბრო, ინგლისი), შეინ დაფი (ბრაიტონი, ინგლისი), ალექს პირსი (დერბი, ინგლისი), გრეგ კანინგემი (პრესტონი, ინგლისი), კევინ ლონგი (ბარნლი, ინგლისი), ჯონ იგანი (ბრენტფორდი, ინგლისი), მეტ დოჰერტი (ვულვზი, ინგლისი);

ნახევარმცველები:
ეიდენ მაკგიდი (სანდერლენდი, ინგლისი), გლენ ველანი (ასტონ ვილა, ინგლისი), ჯეიმს მაკლინი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), ჯეიმს მაკარტი (ევერტონი, ინგლისი), ვეს ჰულაჰანი (ნორვიჩი, ინგლისი), რობი ბრეიდი (ბარნლი, ინგლისი), ჯეფ ჰენდრიკი (ბარნლი, ინგლისი), დევიდ მეილერი (ჰალი, ინგლისი), სტეფან ქუინი (რედინგი, ინგლისი), ონან ოკინი (ლიდსი, ინგლისი), ჰარი არტერი (ბორნმუთი, ინგლისი), კალუმ ოდოვა (ბრისტოლი, ინგლისი), ჯონი ჰეისი (სელტიკი, ინგლისი), დერილ ჰორგანი (პრესტონი, ინგლისი), კონორ ჰურიჰანი (ასტონ ვილა, ინგლისი), ალან ბრაუნი (პრესტონი, ინგლისი), ლაიამ კელი (რედინგი, ინგლისი);

თავდამსხმელები: შეინ ლონგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), კევინ დოილი (კოლორადო რაპიდსი, აშშ), ჯონათან უოლტერსი (ბარნლი, ინგლისი), დერილ მერფი (ნოტინგემი, ინგლისი), დევიდ მაკგოლდრიკი (იფსვიჩი, ინგლისი), შონ მაგუაირი (პრესტონი, ინგლისი).

ირლანდიას აკლია ტრავმირებული კაპიტანი სიმუს კოულმენი, ვის მაგივრობასაც უახლოეს ორ მატჩში ჯონათან უოლტერსი გასწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფაქტიურად ინგლისის 4 ნაკრებს ვეთამაშები მგონი, სულ ყველა ერთის გარდა ინგლისში როგორ თამაშობს?
roma
11:06 24-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული