ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ, თავის ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა. ჩვენებურმა ბუქარესტის "იუვენტუსისა" და "პოლი ლასის" თამაშში, ანგარიში მესამე წუთზე გახსნა. ძალამიძე 70-ე წუთზე შეცვალეს.
ბუქარესტის "იუვენტუსი" რუმინეთის ლიგა 1-ში, მე-13 ადგილზეა: 3 ფრითა და 6 წაგებით. 25 წლის ქართველი ნახევარმცველი, კლუბის წევრი ამ ზაფხულს გახდა და ეს მისი მეორე მატჩია.
-ნიკა ძალამიძე ბუქარესტის "იუვენტუსის" ფეხბურთელია