ბაჩანა არაბული უნგრეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
უნგრეთის პირველობაზე 23 წლის ქართველი ფორვარდის კარგი თამაში ადგილობრივ მედიასაშუალებებს არ გამორჩენიათ და მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა არაბულის "ბალმავიზაროში" სტუმრად "მეზოკოვესტს" დაუზავდა, ქართველმა კი ამ თამაშში დუბლი შეასრულა.

აი, რას წერს სიმბოლური ნაკრების ავტორი csakfoci.hu ქართველზე: "ეს ფეხბურთელი აშკარად ძალიან საშიშია. მან თამაშის ბედი გადაწყვიტა და ორი გოლი გაიტანა, რითიც გუნდმა მიაღწია ფრეს".

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი უნგრულ კლუბს ამ ზაფხულს, თბილისის "დინამოდან" შეუერთდა და მის ანგარიშზე შვიდ თამაშში გატანილი 4 გოლია.
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული