ზაქარია ბეგლარიშვილი მოქალაქეობას იცვლის და ესტონეთის ნაკრებში მიდის?

AutoSharing Option
ტალინის "ფლორას" ნახევარმცველმა, საქართველოს 27 წლის მოქალაქე ზაქარია ბეგლარიშვილმა მოქალაქეობის შეცვლისა და ესტონეთის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. ბეგლარიშვილმა ეს ესტონურ გამოცემა Otuleht.ee-სთან ინტერვიუში თქვა.

"ესტონეთმა ბევრი რამ მომცა. ტალინში დაიბადა ჩემი მეორე შვილი. იმედი მაქვს, 2018 წელს ესტონეთის პასპორტს მივიღებ და თუ ნაკრებში მიმიწვევენ, ამ დონისთვისაც მზად ვიქნები", - ამბობს ბეგლარიშვილი.

მან საქართველოს ეროვნულ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა და ისიც შეცვლაზე - 2015 წლის 11 ნოემბერს ესტონეთთან, რომელიც ჩვენმა გუნდმა 0:3 წააგო. მაშინ ბეგლარიშვილი კახა ცხადაძემ გამოიძახა ქვეყნის მთავარ გუნდში.
მაგრამ ეს ამხანაგური შეხვედრა იყო, ოფიციალურ მატჩებში კი ბეგლარიშვილს "ჯვაროსნების" ფორმა არასოდეს მოურგია და რადგან ხუთ წელიწადზე მეტია, ესტონეთში თამაშობს, მისი ნატურალიზაციის საკითხი შეიძლება მოკლე დროში გადაწყდეს.

ესტონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ რეიმმა ბეგლარიშვილით დაინტერესება აღიარა:

"ის არის ტექნიკური და შემოქმედებითი სტილის ფეხბურთელი, ესტონეთში კი ამ ტიპის მოთამაშეები ძალიან ცოტანი არიან. როცა ბეგლარიშვილს ვხვდებოდი, ყოველთვის ვეკითხებოდი, როდის მიიღებდა ესტონეთის მოქალაქეობას".

ქართველი ფეხბურთელი არ მალავს, რომ ნატურალიზაციის პროცედურის დაწყებას აპირებს.

ბეგლარიშვილი თბილისში, ნაძალადევში დაიბადა. პირველი მატჩები 2007-09 წლებში საქართველოში, "თბილისში", გორის "დილასა" და "ლოკომოტივში" ჩაატარა. "რკინიგზელებში" კარგად წარმოაჩინა თავი და 2010 წელს ტალინის "ფლორაში" მიიწვიეს. ესტონეთის უმაღლეს ლიგაში მან 193 მატჩი ჩაატარა, 62 გოლი გაიტანა და სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (ბოლო 2015 წელს).

ქართველ შემტევ ნახევარმცველს საქართველოსა და ესტონეთის ჩემპიონატების შედარება სთხოვეს:

"მიმაჩნია, რომ საქართველოსა და ესტონეთის ჩემპიონატები დაახლოებით ერთნაირი დონისაა. საერთოდ, ესტონეთის ლიგა ვითარდება და აქ ბევრი კარგი მოთამაშეა".

მან აღიარა, რომ მშობლიური თბილისი ენატრება:

"ამის მიუხედავად, ვცდილობ, ყველაფერში დადებითი მხარე დავინახო. ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, თუნდაც, კლიმატი ავიღოთ: იქ უფრო მეტი სითბოა, აქ - სიცივე. მაგრამ ორივე ქვეყანაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში".

საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" აღზრდილი (მწვრთნელი პაატა მეტრეველი) ბეგლარიშვილი 2008 წელს ამსტერდამის "აიაქსის" დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. ლევან ყენიასა და ლევან მჭედლიძესთან ერთად, 1990 წელს დაბადებულებში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა.

საინტერესოა, რომ ესტონეთი ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზეა და საქართველოს 14 საფეხურით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
რა მაგარი ნაწარმოებია თუთაშხია ფული ბაბა ფული.
კოტე
14 სექტემბერი 2017 13:45
16
ყველაზე მეტათ ჩემ ახალგაზრდობაში რომ გულ ანთებული ქართველი ვაჟკაცები იყვნენ ისინი მენატრებიან. ეხლანდელებს რა გჭირთ ყვავმა დაგჩხავლათ თუ კაჭკაჭმა ვერ გავიგე?
ლელო
14 სექტემბერი 2017 13:41
9
რათ უნდა ესტონეთის ნაკრების წევრობა,ევროზე გამოვა,თუ მსოფლიოზე?საქართველოს ნაკრებიც ყველას თამაშს აგებს და ესტონეთიც.ალბათ მარტო ფინანსური დაინტერესება თუ არის...
ზაზა
14 სექტემბერი 2017 12:54
11
davai patriotebo kvekana gacvalao daicket)))))) scori sakcielia namdvilad midi zakro ubere aranairi mnishvneloba araak dges estonetshi itamasheb tu sakartveloshi :)
!!!!!!
14 სექტემბერი 2017 12:53
6
ყოჩაღ ნამდვილი ქართველი გაუზრდიხარ ოჯახს!
გურამი
14 სექტემბერი 2017 12:48
18
გეტყობა,ჭიქით ხელში საქართველოს მაგარი პატრიოტი ხარ!
კუჭკუჭი
16 სექტემბერი 2017 09:16
0
კარგია , ესტონეთის ნაკრებისთვის კარგი იქნება, ჩვენს ნაკრებში არა, არც ჩვენ გვყავს სტარები მაგრამ მასზე უკეთესები ნამდვილად გვყავს
ვახტანგი
14 სექტემბერი 2017 12:34
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული