მომავალი მატჩისთვის ვარჯიში ჯანომ და მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა გამოტოვეს. კარერას სწორედ ტრავმირებულებზე ჰკითხეს.
- ისინი ასი პროცენტით მზად ჯერ კიდევ არ არიან და არ გვინდა გავრისკოთ. მალე ჩემპიონატში პაუზა იქნება და გამოჩნდება მათი გამოჯანმრთელებისთვის საკმარისი დროც.
- ანანიძე და ზე ლუიში ხომ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი, გაუშვებთ?
* * *
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს უელსსა და სერბეთთან, შესაბამისად, 6 და 9 ოქტომბერს შინ და სტუმრად გამართავს. გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ჯანო ნაკრებში ჰყავს გამოძახებული.