ოქრიაშვილი - ოპერაცია და 6-თვიანი უქმობის სამწუხარო პერსპექტივა

AutoSharing Option
დღეს, 5 ოქტომბერს, მიუნხენში თორნიკე ოქრიაშვილი ოპერაციას გაიკეთებს.

საქართველოს ნაკრების შემტევი რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩში დაშავდა, როცა მისი "კრასნოდარი" გასვლაზე ტულის "არსენალს" ხვდებოდა. 25 წლის ოქრიაშვილი 70-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ 10 წუთში მუხლი იტკინა და თამაში ვერ ჩაამთავრა.

- ოქრიაშვილი ისევ დაშავდა, რამდენად სერიოზულია მუხლის ტრავმა? [VIDEO]

მოგვიანებით გაირკვა, რომ მას იგივე ტრავმა აქვს, რის გამოც წინა თვეები გაუცდა. ოღონდ ახლა მარცხენა ფეხზე და ცხადია, ისევ სერიოზული პრობლემის გადატანა მოუწევს. ის არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების ორ უახლოეს მატჩს
გამოტოვებს, სამწუხაროდ, კიდევ საკმაო ხანს მოუწევს უქმობა. წინასწარი ინფორმაციით, ოქრიაშვილს 6 თვე გაუცდება.

ძალიან ძნელია ორი ასეთი ოპერაციის შემდეგ სულის სიმტკიცის შენარჩუნება, ხელახლა ფეხზე დადგომა და მოედანზე დაბრუნება, მაგრამ ამას იმედოვნებს და ნატრობს ჩვენი ნაკრების გულშემატკივარი და თითოეული ჩვენგანი, რადგან თორნიკე ეროვნული გუნდისთვის დიდი ძალაა.

ის ყოველთვის მონდომებული იყო საქართველოს ნაკრებში, ბევრს შრომობდა მოედანზე... ამაზე ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს - მის მიერ დაფარული მანძილი საშუალოდ 12.5 კილომეტრია. სანაკრებო დონეზე ამ მონაცემის ჩვენება გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენს ჩემპიონატში, რადგან პირველ შემთხვევაში ფეხბურთელს ბევრად სწრაფი მოძრაობა მოეთხოვება.

დიდი იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი ოპერაცია წარმატებით ჩაივლის, ოქრიაშვილი კი რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდება და ნაკრებს ძველებურად დაეხმარება. ეს მასაც სჭირდება და ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდსაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ხელოვნურ ბალახს მიუძღვის დიდი წვლილი ფეხბურთელების ტრამვებში,იმედია ოქრიაშვილი უფრო მოტივირებული დაუბრუნდება მინდორს,სხვა რა გზაა უნდა გაუძლოს ამ უიღბლობას.
bebeto
06 ოქტომბერი 2017 17:35
0
Erti gamagebinet es 6 tve aqsiomaa? Jvaredin iogebs icyvitaven da 3 tveshi burts isev agoreben. Did evropul gundebs rodis akldebat pexburteli mteli 6 tvit dznelad gasaxsenebelia. Amat ra chirt an ra eqimebtan midian?
Roma
06 ოქტომბერი 2017 10:30
1
გული დამწყდა ამ ბიჭზე, გაისათ მაისში თუ ითამაშა კაია. 2 ტრამვის მერე ფორმის აღდგენას დრო უნდა, ისიც თუ აღიდგინა. წარმატებები. ისე რომ არ ვთქვა არ იქნება, ტრამვის არ მიღებასაც ცოდნა და პროფესიონალიზმი სჭირდება. არცერთი კარგი ფეხბურთელი ტრამვას ასეთი ინტენსივობით არ ღებულობს. ეს იცის ზედმეტმა მატავმა, დღეს სხვა ფეხბურთია სხვა
vaso
05 ოქტომბერი 2017 20:04
1
კარგი რა ვასო,რა მატაობაზეა საუბარი,8 წუთი გაატარა მოედანზე სულ.ვფიქრობ დატვირთვები ძალიან მკვეთრად გაუზარდეს,ჩვენი ჩათვლით ყველასა ძალიან ეჩქარებოდა მისი მოედანზე დაბრუნება,მოხდა მზადების ფორსირება და ფეხმა ვერ გაუძლო.თორნიკეს პირველ რიგში სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,მას გარისკვის უფლება და დრო აღარ აქვს,შემდეგ კი უკვე ფორმის სრულად აღდგენას და წარმატებებს.სხვა გზა უბრალოდ არ არის ,თორნიკემ უნდა გაუძლოს,მოითმინოს და დაბრუნდეს.
სოსო
07 ოქტომბერი 2017 21:05
0
ოქრი არ დანებდე
liverpuli barselonas supermarketi.
05 ოქტომბერი 2017 18:54
0
ძალიან მეწყინა ეს ამბავი. ძალიან!! ნბა-ში ასეთი ტრავმების გამო მთელ 9-12 თვე ვერ თამაშობენ ხოლმე მგონია და როცა ბრუნდებიან ის მოთამაშეები კარგა ხნის განმავლობაში აღარ არიან ხოლმე, თუ დაუბრუნდნენ ისიც საერთოდ ძველ ფორმას. ფეხბურთში თითქოს ეს ვადები უფრო მოკლეა. დიდი იმედი მაქვს ოქრიაშვილი კიდევ ითამაშებს მაღალ დონეზე!! თორნიკე, იცოდე, რომ ბევრი ადამიანი გგულშემატკივრობს ნებისმიერ შენს საქმეში ;)
odala
05 ოქტომბერი 2017 12:48
0
ღმერთი შენსკენ ოქრი. არ დანებდე და რომ დაბრუნდები მინდორზე იგივე შემართებით ითამაშე დარწმუნებული ვარ შენი დაბრუნება ყველას დაამახსოვრდება სამუდამოდ.ეს შენი უკანასკნელი გამოცდა იქნება რასაც არამც და არამც არ უნდა დანებდე. მთელი საქართველო შენს გვერდითააა. შენ ჩვენ გვჭირდები.
roma
05 ოქტომბერი 2017 12:37
1
რას მისტირით ნეტა ვიცოდე არცერთ ნაკრების წევრს არ აქ სინდისი ვარლამა როგორც მოიქცა ოლიმპიადაზე თავი რო არ აუწევია და ცრემლი მოსდიოდა რომელიმე ქართველ ფეხბურთელს იგივე წაგების მერე გაუკეთებია? ნაკრებს როცა ჭირდებოდა ცოლის მშობიარობა ვერ დატოვა და ხორვატ სრნამ როცა ნაკრებს და ქვეყანას ჭირდებოდა მამის გასვენებაში ერთი დღე ჩავიდა მხოლოდ და მეორე დღეს ისევ ნაკრებს დაუბრუნდა :)
ნოდო
05 ოქტომბერი 2017 12:17
6
რომ ჩააშხამა იაპონელ ძიუდოისტს ჩემპიონობა?? :)) ისეთი დამწუხრებული იდგა ბიჭი, ის უფრო შემეცოდა. ტირილი და ემოციები შეინახე შენთვის თუ სპორტსმენი ხარ და მოიქეცი როგორც წესია. რატომ არის ეგ საქციელი სპორტსმენისთვის გამართლებული და სამაგალითოც კი, არ მესმის.
odala
05 ოქტომბერი 2017 13:33
2
მიდი თორნიკე, გენაცვალე, გამხნევდი და არ დანებდე. თუ მოინდომე ყველაფერი კარგად იქნება და დიდ ფეხბურთს ითამაშებ. ჯერ ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინ გაქვს. დაამტკიცე, რომ სიძნელეების გადალახვა და წარმატების მიღწევა ქართულ ხასიათშიც დევს.
ლევანი
05 ოქტომბერი 2017 11:43
0
თავიდან რვა თვეზე იყო საუბარი და ექვსი თვე უკვე პროგრესია,თანაც გაცილებით უარესი იქნებოდა თუ ეს ტრავმა ისევ იმ ფეხზე დაემართებოდა,არა და მე რეციდივი მეგონა.ოქრის ეს ორივე ტრავმა კრასნოდარში თმაშისას მოუვიდა,ეს კი დაფიქრების საბაბს გვაძლევს.კრასნოდარის სამწვრთნელო პროცესი ხომ არაა დამნაშავე ამ ტრავმებში,იქნებ ოქრის სხეული ვერ ჰგუობს იქაურ სისტემას?მანამდე ნაკრებში თავს იკლავდა ბიჭი და არაფერი მოსდიოდა,აქ კი უცბად ორჯერ იდენტური ტრავმა მეტოქესთან კონტაქტის გარეშე.ან ძალიან სწრაფად ხომ არ გაუზარდეს დატვირთვები?ეს ბოლო მაინც უფრო რეალური მგონია.ყველას ჩემი ჩათვლით ძალიან ეჩქარებოდა ოქრის მწყობრში სწრაფი ჩადგომა და სამედიცინო შტაბმა შეიძლება პრინციპულობა აღარ გამოიჩინა.ასეა თუ ისე,ამას აღარაფერი ეშველება,მომავალში კი თვითონაც გაფრთხილდება და ისინიც.წარმატებულ ოპერაციას ვუსურვებ ოქრის და შემდეგ სწრაფ,მაგრამ სრულ გამოჯანმრთელებას,დაჩქარება და რისკი რომ არ ღირს ჯანმრთელობაში ამაში თორნიკეც დარწმუნდა და ჩვენც.ექვსი თვე კი ძალიან მალე გაირბენს,მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.წარმატებებს და გაძლებას გისურვებ თორნიკე შენც და შენს გულშემატკივარსაც,სულმოუთქმელად გელით მწვანე მინდორზე.გაზაფხულზე კი თუ ლევან ყენიაც ათამაშდა და ფორმაში ჩადგა,ჩვენი ნახევარ დაცვა ყველა ნაკრებს გაუწევს კონკურენციას.
სოსო
05 ოქტომბერი 2017 11:39
1
რა შუაშია ვარლამი ოქრისთან? თოკონის ფეხბურთელია რომელსაც ნაკრებში არსად და არასდროა თავი არ დაუზოგავს. ერთ თამაშსაც ვერ დაასახელებთ სადაც რამე დააკლო ნაკრებს. ყოველთვის ყველაზე ჯიგრით და ბოლომდე თამაშობს.... მალე გამოჯანმრთელება ოქრის! მის გარეშე ნაკრები საერთოდ სხვა გუნდია!
05 ოქტომბერი 2017 20:51
0
ეს ტრავმები როგორც წესი ყველანაირი კონტაქტის გარეშე ხდება ხოლმე. მე ნბა-ში მინახავს ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა.
odala
05 ოქტომბერი 2017 12:50
0
ოქრიიიი შენ უნდა დაბრუნდე საქართველოსთვის!!!!
Tornikes
05 ოქტომბერი 2017 11:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული