ოქრიაშვილი - ოპერაცია და 6-თვიანი უქმობის სამწუხარო პერსპექტივა

AutoSharing Option
დღეს, 5 ოქტომბერს, მიუნხენში თორნიკე ოქრიაშვილი ოპერაციას გაიკეთებს.

საქართველოს ნაკრების შემტევი რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩში დაშავდა, როცა მისი "კრასნოდარი" გასვლაზე ტულის "არსენალს" ხვდებოდა. 25 წლის ოქრიაშვილი 70-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ 10 წუთში მუხლი იტკინა და თამაში ვერ ჩაამთავრა.

- ოქრიაშვილი ისევ დაშავდა, რამდენად სერიოზულია მუხლის ტრავმა? [VIDEO]

მოგვიანებით გაირკვა, რომ მას იგივე ტრავმა აქვს, რის გამოც წინა თვეები გაუცდა. ოღონდ ახლა მარცხენა ფეხზე და ცხადია, ისევ სერიოზული პრობლემის გადატანა მოუწევს. ის არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების ორ უახლოეს მატჩს
გამოტოვებს, სამწუხაროდ, კიდევ საკმაო ხანს მოუწევს უქმობა. წინასწარი ინფორმაციით, ოქრიაშვილს 6 თვე გაუცდება.

ძალიან ძნელია ორი ასეთი ოპერაციის შემდეგ სულის სიმტკიცის შენარჩუნება, ხელახლა ფეხზე დადგომა და მოედანზე დაბრუნება, მაგრამ ამას იმედოვნებს და ნატრობს ჩვენი ნაკრების გულშემატკივარი და თითოეული ჩვენგანი, რადგან თორნიკე ეროვნული გუნდისთვის დიდი ძალაა.

ის ყოველთვის მონდომებული იყო საქართველოს ნაკრებში, ბევრს შრომობდა მოედანზე... ამაზე ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს - მის მიერ დაფარული მანძილი საშუალოდ 12.5 კილომეტრია. სანაკრებო დონეზე ამ მონაცემის ჩვენება გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენს ჩემპიონატში, რადგან პირველ შემთხვევაში ფეხბურთელს ბევრად სწრაფი მოძრაობა მოეთხოვება.

დიდი იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი ოპერაცია წარმატებით ჩაივლის, ოქრიაშვილი კი რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდება და ნაკრებს ძველებურად დაეხმარება. ეს მასაც სჭირდება და ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდსაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვინც გვყავს ნორმალური ფეხბურთელი ანანიძე მჭედლიძე და ოქრიაშვილი სულ ტრავმები აქვთ ეხლა დააყენებენ საუკუნის უთამშებელ ხალხს და გული წყდებათ რატომ წავაგეთო
ტოტტი
11:08 05-10-2017
0
თავიდან რვა თვეზე იყო საუბარი და ექვსი თვე უკვე პროგრესია,თანაც გაცილებით უარესი იქნებოდა თუ ეს ტრავმა ისევ იმ ფეხზე დაემართებოდა,არა და მე რეციდივი მეგონა.ოქრის ეს ორივე ტრავმა კრასნოდარში თმაშისას მოუვიდა,ეს კი დაფიქრების საბაბს გვაძლევს.კრასნოდარის სამწვრთნელო პროცესი ხომ არაა დამნაშავე ამ ტრავმებში,იქნებ ოქრის სხეული ვერ ჰგუობს იქაურ სისტემას?მანამდე ნაკრებში თავს იკლავდა ბიჭი და არაფერი მოსდიოდა,აქ კი უცბად ორჯერ იდენტური ტრავმა მეტოქესთან კონტაქტის გარეშე.ან ძალიან სწრაფად ხომ არ გაუზარდეს დატვირთვები?ეს ბოლო მაინც უფრო რეალური მგონია.ყველას ჩემი ჩათვლით ძალიან ეჩქარებოდა ოქრის მწყობრში სწრაფი ჩადგომა და სამედიცინო შტაბმა შეიძლება პრინციპულობა აღარ გამოიჩინა.ასეა თუ ისე,ამას აღარაფერი ეშველება,მომავალში კი თვითონაც გაფრთხილდება და ისინიც.წარმატებულ ოპერაციას ვუსურვებ ოქრის და შემდეგ სწრაფ,მაგრამ სრულ გამოჯანმრთელებას,დაჩქარება და რისკი რომ არ ღირს ჯანმრთელობაში ამაში თორნიკეც დარწმუნდა და ჩვენც.ექვსი თვე კი ძალიან მალე გაირბენს,მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.წარმატებებს და გაძლებას გისურვებ თორნიკე შენც და შენს გულშემატკივარსაც,სულმოუთქმელად გელით მწვანე მინდორზე.გაზაფხულზე კი თუ ლევან ყენიაც ათამაშდა და ფორმაში ჩადგა,ჩვენი ნახევარ დაცვა ყველა ნაკრებს გაუწევს კონკურენციას.
სოსო
11:39 05-10-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული