სამწუხაროდ საუკეთესო საკლუბო ტურნირზე მხოლოდ ორი ქართველი ფეხბურთელი გვყავს.
მოსკოვის "სპარტაკი" "სევილიას" მასპინძლობს, მაგრამ ჯანო ანანიძე, სამწუხაროდ, ვერც ამ შეხვედრაში გამოჩნდება - მან იტალიაში ოპერაცია გაიკეთა და 1 თვე ფეხი თაბაშირში ექნება, როცა მოხსნიან და შეამოწმებენ, მაშინ დადგინდება, თუ რამდენი ხნით დააკლდა ჯანო ფეხბურთს, სავარაუდოდ კი, ეს დრო მცირე არ იქნება.
"ფეიენოორდთან" მატჩის 20-კაციან შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა მოხვდა, თუმცა, რამდენად იქნება ჩვენებური დონეცკის "შახტარის" სასტარტო შემადგენლობაში, ძნელი სათქმელია.
უეფას ოფიციალური საიტი დაცვის ცენტრში
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"