17:41 23-10-2017
გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
AutoSharing Option
აღნიშნულის შესახებ ქართველ ფეხბურთელს ჰოლანდიური გამოცემა nos.nl-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რადგან ამ ქმედების გამო კაშია სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.
"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს ცუდს არ გაუკეთებს, მე მას მხარს დავუჭერ. რთულია ახსნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს.
ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა უკმაყოფილება და რა თქმა უნდა, მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ. ეს არის და ეს.
მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში. თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო. ეს ჩემი ხედვაა და ასე არის ჰოლანდიაშიც. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კაშიამ.
ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ასევე ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გიგაურის შესახებ ჰკითხა, რომელმაც თქვა: "ლგბტ კაშია საქართველოს ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს".
"ეს მისი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო, რადგან თავი რთულ სიტუაციაში ჩაიყენა და უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად. საკუთარ ეროვნებას ვერავინ შეიცვლის. ათასობით ადამიანი რომც იყოს წინააღმდეგი, თუ ჩემს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მე აუცილებლად ჩამოვალ სათამაშოდ", - აღნიშნა გურამ კაშიამ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
კიდევ რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.საქართველო ისედაც გადაშენების გზაზე დამდგარი ერის სახელმწიფოა და ასეთ ქვეყანაში ლგპდ- ობაზე ქადაგება,ან მხარდაჭერა დამღუპველია.ნაკრების ვიცე კაპიტანი ამაზეც უნდა დაფიქრებულიყო,მაგრამ რას ვიზავთ,კიდევ ერთი კაცი დავკარგეთ,არა და დასაკარგი ადამიანები საქართველოს აღარ ჰყავს.მორჩა არჩევნები.დასცემენ ლარის კურსს,კიდევ უფრო გააღატაკებენ რიგით ქართველს და კიდევ უფრო გააფთრებით შეუტევენ ეკლესიას,მართლმადიდებლობას და მის საფუძვლებზე აღმოცენებულ ცხოვრების წესს.ჩვენი ასარჩევია რომელ მხარეს დავდგებით.კაშიამ კი ეტყობა უკვე აირჩია,თუმცა კიდევ აქვს მცირე შანსი,გამოსწოროს შეცდომა,ძალიან მცირე მაგრამ მაინც შანსი.არ კი მგონია ,რომ შეეცდება.