5 წარუმატებელი ტრანსფერი ბელგიაში: ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე და სხვები...

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ისტორიას უამრავი წარუმატებელი ტრანსფერი ახსოვს და წარმატებული ტრანსფერები ძალიან რთული საძიებელია.

ბოლო პერიოდში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოჩნდა პერსპექტიული ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკრების მომავლად მივიჩნევდით. ესეთ ფეხბურთელებს უცხოელი სკაუტები მუდმივად აკვირდებიან და საჭირო შემთხვევაში ფულსაც არ იშურებენ.

ბოლო პერიოდში "მომავლის ფეხბურთელების" ძირითადი ნაწილი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბელგიაში აღმოჩნდა.

ბელგიის ჩემპიონატი ევროპის ჩემპიოანტებს შორის მე-9 ადგილს იკავებს და უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მდევარია.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ბოლო პერიოდის ხუთ ყველაზე წარუმატებელ ტრანსფერს ბელგიაში.

5. ლუკა ზარანდია
Sportall.Ge

თუ გერმანულ "ტრანსფერმარკეტს"
დავუჯერებთ, 2014 წლის 1 ივლისს "გენკმა" ლუკა ზარანდია თბილისის "ლოკომოტივისგან" 800 000 ევროდ შეიძინა. 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან 2+2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და 14 ნომრიანი მაისური გადასცეს.

ორი წლის განმავლობაში ლუკა ზარანდია მთავარ გუნდთან ერთად ემზადებოდა, მაგრამ მას ერთხელაც არ მისცემია შანსი, რომ ოფიციალურ შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა. საბოლოოდ 20 წლის ლუკა თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა, ხოლო ნახევარ წელიწადში თავისუფალი აგენტის სტატუსით კარიერა პოლონეთის "არკაში" გააგრძელა.

4. გიორგი ბერიძე
Sportall.Ge
2015 წელს, 18 წლის გიორგი ბერიძე "ზესტაფონიდან" გადაბარგდა, "გენტის" 19-წლამდელთა გუნდში. სადაც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის სამ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, ერთი წლის შემდეგ კი დუბლებში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, 2017 წლის ზამთარის სატრანსფერო პერიოდის დროს, ზაფხულამდე "ტრენჩინში" გაანათხოვრეს, სადაც 13 მატჩში 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. ზაფხულში კლუბის ხელმძღვანელობას არც გაყიდვა უნდოდა და ამავდროულად ფიქრობდნენ, რომ ძირითადში თამაშის შანსი მცირე ჰქონდა.

საბოლოოდ, გიორგისთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, 2-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და სლოვაკეთში კიდევ 6 თვით გაანათხოვრეს

3. ჯიმი ტაბიძე
Sportall.Ge
2014-2015 წლებში, "საბურთალოსა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი უცხოელთა ინტერესს იწვევდა. ის კლუბმა ჯერ "ლივერპულში" გაუშვა, შემდეგ მადრიდის "რეალში", ხოლო  ზამთარში, დიუსელდორფის "ფორტუნაშიც" იყო ტესტირებაზე.

1 ივლისს კი, "გენტში" გადავიდა და როგორც, ბელგიელები იძახოდნენ მთავარ გუნდში უნდა ეთამაშა. საბალოოდ ტაბიძე მალე აღმოჩნდა "გენტის" დუბლებში.

წელიწადნახევრის შემდეგ კი რუსეთის პრემიერლიგაში ნახევარი წლით "ურალში" გაანათხოვრეს, 2017 წლის ზაფხულში კი "უფაში" გაუშვეს და ასე დამთავრდა ორივე მხარის ურთიერთობა.

2. თორნიკე ოქრიაშვილი
Sportall.Ge
2014 წელს 22 წლის თორნიკე ოქრიაშვილი "შახტარიდან" "გენკში" გადავიდა.  მან თავიდან კარგად დაიწყო თამაში, თუმცა შემდეგ თანაგუნდელთან ჩხუბში და ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვაში გამოიჭირეს. ამას მოყვა სანაკრებო თამაშიდან ბელგიაში არ გამოცხადება და სანქცია, რომლის წყალობითაც თორნიკე დუბლებში მოხვდა.

2016 წლის იანვარში "ესქიშეჰირსფორში" გაანათხოვრეს, ნახევარ წელიწადში უკან დაბრუნებული ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა. ამის შემდეგ ქართველ შემტევს ტრანსფერი ჩაეშალა "მარსელში" და "კრასნოდარში" აღმოჩნდა.

1. გიორგი ჩაკვეტაძე
Sportall.Ge
2017 წლის "წლის ქართული ტრანსფერი", დიდი ფიასკო გამოდგა. "გენტმა" ყველას დაასწრო და ჩაკვეტაძესთან წინასწარი 3-წლიანი კონტრაქტი ივნისის ბოლოს გააფორმა.

როგორც აღმოჩნდა "ბაიერნი" მზად იყო, ქართველ ტალანტში 6 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ... რადგან თბილისურ კლუბსა და ჩაკვეტაძეს "გენტთან" შეთანხმება უკვე გაფორმებული ჰქონდათ, ბელგიელებმა მისი დათმობა აღარ ისურვეს.

რომან ფიფიას ინტერვიუს თუ გავიხსენებთ მან ესეთი რაღაცა თქვა: "დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჩაკვეტაძეს "გენტში" ათამაშებდნენ, არ გავუშვებდი. მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და მივხვდი - გიორგისთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები
აქვთ. მეშინოდა, იგივე არ მოსვლოდა, რაც ბოლო წლებში სხვა ქართველებს მოუვიდათ, მაგრამ მეპატრონისა და დირექტორისგან დასტური მივიღე. "

რა მოხდა რეალურად? გიორგი ჩაკვეტაძე ბოლო 8 თამაშში მხოლოდ ერთხელ ვიხილეთ სტადიონზე და ისიც 8 წუთით. ბოლო ხუთ მატჩში კი განაცხადშიც არ მოხვედრილა.

სად არის გიორგი? ჩაკვეტაძე გენტის 19-წლამდთა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და რამდენიმე შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.


დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელგიის ჩემპიონატი ქართველი ფეხბურთელებისთვის არ არის სასარგებლო. რა თქმა უნდა ყველაფერს ბელგიელებს ვერ დავაბრალებთ, თუ ფეხბურთელი გამორჩეულია და შეუძლია, რომ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს, მისი ძირითად შემადგენლობაში ყოფნა მწვრთნელსაც აწყობს და კლუბსაც.
მკითხველის კომენტარები / 31 /
ბიჭოო კაიიი ვთქვათ ფულის გამო თამაშობ ფეხბურთს... იმ მცირედითან რატო კმაყოფილდებიი არმესმის რაა.. ცოტა გაექანე ითამაშე კარგად და ფულიც უფრო მეტი გექნება და უკეთესი ფეხბურთელიც გახდები.. მაგრამ თქვენ არც გაქანება გინდათ და მაგაში ფულები... არაფრის ამბიცია არ გააჩნიათ რა... ყველააა ასეთი რანაირადააა ვერ ვხვდები -_- იყავით მუდამ ბოლოებიი და ჩალპებით ბოლოებად!!!
Zura
30 ოქტომბერი 2017 01:53
0
მანამდე არველაძე და ჯაკობია
111
29 ოქტომბერი 2017 23:58
0
"ბაიერნი" ყიდულობდა და "გენტმა" დაასწრო... არ გინდათ ეს "დიშოვკა" ზღაპრები... აცადეთ ბიჭს ადაპტაცია... ჯობია!!!
tngh
29 ოქტომბერი 2017 20:51
2
დგეს ყველაზე მეტად არბიძის და ჩაკვთაძის იმედი მაქვს მომვალში რო ნაკრებს დახმრეიან მარა სამწხარო ის არის რო საქრთველოში მენჯმენტი და აგნტები არ ვარგა ფულზე დახმებული ადმინები არაინ რომლებსაც სულ ფეხებზე კიდიათ ფეგბურთელი სად რომელ გუნდში მოხვდება რაც შეეხება ჩაკვტაძეს მას მარტლა ქონდა შემოტავზება ევრპის გრანდებიდან და ამას გერმნული საიტებიც ამტკიცებენ .... ვერ ვიტყვი რო იქ ბაირნში ძირთადში იქნებოდა მარა დუბლებში მაინც იტამშებდა ტანხაც სლუდურს ტავზობდნენ მარა ისევ ნაჩქარები გადწყვტილება და როგორც ოქრიაშვილი ტაბიძე ზარნდიას ჰქონდა სატმაშო პრქტიკა და საფეგბურტო რუკებიდან გაქრენ ისე გაქრა ჩაკვეტაძეს კი ფეგბურტლმაც უნდა მოინდომოს მაგრამ სანმ მენჯმენტი არ გვექნება სწორი ქართულ კლუბებში სანმ აგნტები არ ეყლებათ წესერი ფეგბურთელებს მანმდე არფერი გვეშვლება ეს ფულის ხამები ჩამოშორეთ ფეგბურთს და იქნებ იგვე მოლდვაში ლატვიაში და ესეტ გუნდებში აგარ წავდნენ ჩვენი ბიჩები დასკრგი ტალნტეი არ გვყავს ამიტომ ფედრაციამ უნდა იმშავოს ამ მხრივ
gio
29 ოქტომბერი 2017 19:49
2
ბელგიას არაფერი ჩემპიონატი არ აქვს ბელგიურ გუნდს რომ რამე მოეგოს ან სადმე გასულიყოს არ გამიგია მე პირადად არასდროს ქართველებს რომლებიც მანდედან წავიდნენ სხვაგან უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში ან თანაბარი დონის ჩემპიონატებში ათამაშებენ აღარასროს აღავინ გაუშვათ ბელგიაში ჯობია რუსეთში და უკრაინაში წავიდენ ფეხბურთელები ვიდრე მანდ მერე რა რო ევროპა ევროპასაც გააჩნია
gio
29 ოქტომბერი 2017 19:47
2
არ გაგიგია??? სტატიაშიც წერია რეიტინგში მე-9 ჩემპიონატია ევროპის მასშტაბით.. და ჩვენი ეროვნული 45-ე თუარ ვდები ^_^
Zura
30 ოქტომბერი 2017 01:55
0
ბელგია ცუდად გვაქვს დაცდილი არავის წაუვიდა იქ თამაში ოქრიაშვილმა ტყუილად დაკარგა იქ 2 წელი ტაბიძეს არ აღირსეს პირველ გუნდში გადაყვანაც კი, მაგრამ აი გადავიდა უფაში და შეუცვლელად თამაშობს რუსეთის ჩემპიონატი ჩემი აზრით უფრო მაღალი დონეზეა ვიდრე ბელგია ოქრისაც სანამ ტრანვა მოუვიდოდა ათამაშებდნენ ჩაკვეტაძესაც დარწმუნებული ვარ რუსეთში უკვე ათამაშებდნენ ბერიძეც ეხლა სადაც გადავიდა იქ შეუცვლელად თამაშობს და ზარდიაც არადა არაფერი კლუბები და არაფერი დიდი ჩემპიონატი არ აქვს ბელგიას რა შედეგებსაც აჩვენებენ მაგათი გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე მაგის დასტურია და ისე ითხოვენ ამ გენტში და გენკში ფეხბურთელებისგან თითქოს რეალი და ბარსელონა იყვნენ.
gio
29 ოქტომბერი 2017 19:35
1
ფიფიამ ზგაპრები ტავის მრჰეველს ფრიად განატლებულ დვალისჰვილს მოუყვეს მაგ ინტერვიუს რო როსჰავდა ხო იტყუებოდა ფიფიამ გაანადგურა დინამო ცხვრებივიტ ყიდის ფეხბურტელებს და ასამარებს მატ მომავალს მაგრამ ისიც არ უნდა დაივიცყო რო კაცმა გაგისჰვა და მერე სჰენ უნდა ისჰრომო და დაიმსახურო სასტავი ტორე ფიფია იქ მცვრტნელი ხო არააა მარა ჰვენები იქ მაგარ მანქანებს იყიდიან და გულაობენ ერტობიან და ასე არ გამოვა ცარმატება.
bajo
29 ოქტომბერი 2017 18:50
0
გიორგის ვარჯიში უნდა რათა შეეგუოს იქაურ ტემპს.ერთ წელიწადში თუ ვერ აკრიფა კონდიციები მერე კი შეიძლება უსაყვედურო.წინასწარ ნუ ვლანძღავთ ყველას.
ჯირო
29 ოქტომბერი 2017 18:48
0
არდამბლოკოთ.. მაინც უნდა ვთქვა ის, რასაც ყველა ვხდებით... მაგარ ტრ***ი ქართული ფეხბურთი..
Zura
29 ოქტომბერი 2017 18:30
0
ჩაკვეტაძე სამუშაოდ არის წასული ევროპაში, უბრალოდ ხელფასს იღებს და ოჯახს ინახავს.ადრეც ვთქვი, რომ მას არანაირი შანსი არ ჰქონდა თამაშის. უბრალოდ, ჩვენნაირ მაჩანჩალა ქვეყნებში კაპიკებად ყიდულობენ ტალანტებს და ფულს ათეთრებენ.ახლა რაც შეეხება ფიფიას ზღაპრებს; ვინმეს სჯერა, რომ კაცი რომელიც კაპიკებს დასდევს ბაიერნის შემოთავაზებულ მილიონებზე იტყოდა უარს? .....ახლა შეიძლება დამბლოკოთ, მაგრამ ეს ფაქტია.
levani kaxeti
29 ოქტომბერი 2017 17:12
2
უკვე ევროპის (19წ) ჩემპიონატამდე იყო გენტიდან ფული აღებული.ფიფიამ მზად იყო გადაეხადა კომპენსაცია გენტისთვის,რომ ბაიერნში წასულიყო ჩაკვეტაძე,მაგრამ თვითონ არ ისურვა
ქორთუ
29 ოქტომბერი 2017 23:52
2
სამწუხაროდ სრული სიმართლეა.ამ სისულელეებს ვინ დაიჯერებს? ყველა სატრანსფერო ფიასკოს ერთნაირი ისტორია აქვს.ჩვენი ფეხბურთელები კატასტროფულად მოიკიჭლებენ ფიზიკურ მომზადებაში. ბაიერნს და მარსელს არ სჭირდებათ ასეთი ხალხი
გგგ
29 ოქტომბერი 2017 20:10
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული