ნიკა ძალამიძემ "იუვენტუსს" ქულა მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუმინეთის პირველობის მე-17 ტურის დასკვნით მატჩში აუტსაიდერმა ბუქარესტის "იუვენტუსმა" "ტიმოშოარას" უმასპინძლა და ფრეს, 1:1-ს მიაღწია.

ეს კი 25 წლის ქართველი თავდამსხმელის ნიკა ძალამიძის დამსახურება გახლავთ, რომელიც მწვრთნელმა მარინ ბარბუმ ნაანტრაქტევს მცველის გეორგე კალინტარუს  ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო და რისკმა გაუმართლა. უფრო სწორად, ძალამიძემ გაუმართლა.

მან 81-ე წუთზე გაუტანა გოლი სტუმართა მეკარეს მარიუს კურილეას და თავის გუნდს ქულა მოუპოვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, "ვლახური ბიანკონერი" სატურნირო ცხრილში 9 ქულით მაინც უკანასკნელ ადგილზეა და შემდეგ ტურში, 18 ნოემბერს გასვლაზე კრაიოვაში
ერთ-ერთ ლიდერს "უნივერსეტატეას" ხვდება.

ნიკამ ამ სეზონში რუმინეთის პირველობაზე 7 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იუვენტუსი აუტსაიდერი რუმინეტის ჩემპიონატის
იუვენტუსი
10:31 07-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული