ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯანო ანანიძემ "სპარტაკის" ბაზაზე ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
როგორც იცით, რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში მახაჩკალის "ანჟისთან" მატჩში მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, რომელსაც 12 ოქტომბერს რომში ოპერაცია გუკეთეს.

ანანიძე ერთი თვე საქართველოში იმყოფებოდა, შემდეგ რომში გაემგზავრა, სადაც თაბაშირი მოხსნეს და ვარჯიშის უფლება დართეს. დღეს მან კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ტრენაჟორებზე ივარჯიშა.

ჯანო ხვალ თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე "მარიბორთან" შეხვედრაში უგულშემატკივრებს, 10 დეკემბერს კი იტალიაში მედშემოწმებაზე გაემგზავრება. ჯერ უცნობია როდის შეძლებს ანანიძე თამაშს.
ასევე დაგაინტერესებთ