"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მცველმა გიორგი ჯიქიამ Match Tv-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ჯანო ანანიძე ყველაზე ტექნიკურ და ჭკვიან მოთამაშედ დაახასიათა:

"ვინც კი ოდესმე ჩემი თვალით მინახავს, ანანიძე ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია.

მას შესანიშნავი პასების გაკეთება შეუძლია და მოედანზეც ბრწყინვალედ აზროვნებს.

ბევრი იტყვის, რომ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის ჩემი მეგობარია, მაგრამ ეს უბრალოდ ფაქტია. ბევრი, ვინც მასთან ერთად იყო მოედანზე, ვინც დაინახა მისი თამაში და ვისაც ფეხბურთი ესმის, იმავეს იტყვის, რასაც მე", - თქვა ჯიქიამ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯერ ახალგაზრდაა იქნებ მოიშუშოს ტრამვა და დაუბრუნდეს ფეხბურთს.
Ucxo
17:55 05-06-2023
1
მართლაც ჯანო უდიდესი ტალანტი იყო. ტრავმები რომ არა დარწმუნებული ვარ ბარსელონაში ან რეალში მოხვდებოდა.
ჯუჯი
22:16 02-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული