ირაკლი სირბილაძე: ბევრს ჰგონია, რომ ფინეთში თამაში ადვილია, მაგრამ ცდებიან...

AutoSharing Option
ირაკლი სირბილაძე 2009 წლიდან ფინეთის სხვადასხვა გუნდებში ასპარეზობს. 35 წლის ფორვარდს საქართველოს ნაკრებში ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სირბილაძემ გასული სეზონი "კპვ კოკოლაში" გაატარა.

Sportall.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.

- ფინეთის რანგით მეორე დივიზიონი "იუკონენი" დასრულდა. რას იტყოდით თქვენს განვლილ სეზონზე?
- ვფიქრობ, ნორმალური სეზონი მქონდა. 8 გოლი ჩემპიონატში, ხოლო სამიც თასზე გავიტანე. გასული წელი უფრო კარგი იყო, მაგრამ ამ სეზონსაც არაუშავდა.

- 2009 წლიდან ფინეთში იმყოფებით და სხვადასხვა გუნდში ასპ
არეზობთ. რას აპირებთ შემდეგ სეზონში, თქვენს საქართველოში დაბრუნებას ჰომ არ უნდა ველოდოთ?

- ახალ გუნდში ვაპირებ გადასვლას, მაგრამ ჯერ არ ვიცი რომელში. დარჩენას ისევ ფინეთში ვაპირებ. საქართველოში დაბრუნებას ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ.

- თქვენ საქართველოს ჩემპიონატში გითამაშიათ და ალბათ ახლაც ადევნებთ თვალს... შეგიძლიათ, შეადაროთ ძველი პერიოდი ახლანდელს?
- გუნდებს ალბათ ახლა უფრო უკეთესი პირობები აქვთ. ადრე ჩემპიონატის დონე უფრო მაღალი იყო და უფრო ძლიერი გუნდებიც თამაშობდნენ.

- რით განსხვავდება ფინეთის და საქართველოს ჩემპიონატი ერთმანეთისგან?
- ძალიან განსხვავდება. ფინეთში უფრო ძალისსმიერი ფეხბრუთია, საქართველოში კი ტექნიკური. ბევრს ჰგონია, რომ ფინეთში თამაში ადვილია, მაგრამ ცდებიან... ზოგადად, სკანდინავიაში საქართველოდან წასული ფეხბურთელი თუ ფიზიკურად მზად არ არის ძალიან გაუჭირდება.

- საქართველოს ნაკრებში თქვენ თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში ასპარეზობდით, ამის შემდეგ კი არც კახა ცხადაძე და არც ვლადიმერ ვაისი არ გიძახებთ... რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?
- ქეცბაიაზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ გამოვუძახებივარ და მაგ კაცმა დამიძახა. არ ვიცი... ეგ მაგათ უნდა ჰკითხოთ, ეტყობა, მაგათ გემოვნებაში და მონახაზში არ ვჯდები.

- თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ნაკრების შიდა სამზარეულოში დაძაბული სიტუაცია იყო, ამბობდნენ ასევე, რომ ქეცბაია ფეხბურთელებს შეურაცხყოფას აყენებდა...
- არ ვიცი, მე ეგეთი რამე არც მინახავს და არც გამიგია, რაც ნაკრებში ვიყავი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქეცბაიას მიმართ მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
warmatebebi qartvelo.kai raragadros ehens asakshi nakrebshi artamashis pretenzia gaq.ibragimovichi wavida shen asakshi nakrebidan da euhhh kai ra
euhh
14:21 02-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული