ევროპული გრანდები ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს იხდიან

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველ ფორვარდს, გიორგი ჩაკვეტაძეს ევროპული გრანდები უმიზნებენ.  Hln.be-ს ცნობით, "გენტის" 18 წლის ფეხბურთელის გადაბირებას ლონდონის "ტოტენჰემი", "ბორნმუთი" და დონეცკის "შახტარი" გეგმავენ. კლუბები მზად არიან ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძემ ბელგიის უმაღლეს ლიგაში მინდორზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა და მის სანაცვლოდ არც თუ ისე მცირე თანხას იხდიან, "გენტის" ხელმძღვანელობას ქართველის გაშვება არ სურს.

საქართველოში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" მზად იყო ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს "გენტთან" უკვე კონტრაქტის
დეტალები შეთანხმებული ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე "გენტს" 1.4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
წყარო? ჩაკვეტაძის ახლობლები იუწყებიან? ))) რეებს წერთ და იგონებთ, საერთოდ არ გრცხვენით?
Emre
09 იანვარი 2018 09:19
0
გრანდი რომელია ამ სამიდან ?
გიორგი
08 იანვარი 2018 23:32
2
:დ
George²
09 იანვარი 2018 12:39
0
ბორნმუთი ))))
ჯონი
09 იანვარი 2018 11:20
0
არასწორი ტრანსფერის და ნაადრევი გაქცევით, მალე ვიხილავთ საბურთალოს სემადგენლობაში.
kaxa
09 იანვარი 2018 10:43
1
თუ მართალია, კარგია. გრანდი მეტნაკლებად ტოტენჰემი, პრემიელლიგაში მე-5 ადგილზეა. ისე ჩვენთან შედარებით ყველა გრანდია.
mamuka
09 იანვარი 2018 00:20
1
ჟურნალისტები ცოდავთ. არ შეიძლება 18 წლის ბავშვისგან ითოხვდე იმას რომ მინდორზე ძირითადში იყოს. აცადეთ გუნდებს იმუშაონ. მათ უკეთ იციან და გადაწყვეტენ როდის იქნება ფსიქოლოგიურად მზად სათამაშოდ. ძირითადში თამაში დიდი ფსიქროლოგიური დარტყმის მომტანი შეიძლება იყოს და ბევრი ახალგაზრდა ფსიქიკა ამას ვერ უძლებს და ინგრევა კარიერა. წარმატებულ თამაშს და წარუმატებელ თამაშს, ორივეს უნდა შეხვდეს მომზადებული. ჩვენ ქართველებმა არ ვიცით და სხვებს მაინც ვაცადოთ, რომ პროფესინალურად მიუდგნენ ინდივიდუალურ ფეხბურთელებს. არც ჩაკვეტაძე, არც არაბიძე არც სხვები არ იმსახურებენ ძირითადში ყოფნას ალბათ, თორემ რომელი გუნდი დატოვებდა მათ უთამაშებლად. ფეხბურთის თამაში ყველა მათგანმა კარგად იცის, მაგრამ სწორი მიდგომის გარეშე მარტო თამაშის ცოდნა არ არის საკმარისი. ამიტომ აცადეთ მუშაობა ხალხს და ნუ ითხოვთ იმას რომ ქართველი მესი გამოჩნდება და 18 წლიდანვე ვარსკვალავი იქნება. გვყანდნე ქართული მესები ცოტა ხნის წინ გ. ჭანტურია, ვ.ყაზაიშვილი, ნ. ძალამიძე, ყველა მათგანზე წერდით ქართველი ჟურნალისტები რომ ქართველ მესიდ მოიხსნეიებენო.
რატი
09 იანვარი 2018 12:55
6
რა ბავშვი, რის ბავშვი ტო? 18 წლის კაცს თუ ბავშვი გონია თავი ან შენ-მაშინ ფსიქოლოგთან სიარულს გირჩევთ, ამ ასაკში უნდა ხევდეს და არ ცნობდეს არავითარ ავტორიტეტს, (პატივისცემა კი ბატონო), ბელგიაში რომ "სასტავში" ვერ ხვდები ეს ყველაფერზე მეტყველებს, კერძოთ იმაზე რომ პროგრამა შესრულებულია და ხელფასი დანიშნული, აი ესაა მთელი ფილოსოფია...........
ვასილიჩი
11 იანვარი 2018 10:15
1
სულ 8 თამაში ჩაატარა სეზონში, 6 მილიონი ღირს და ტოტენჰემი ითხოვს? ვინც ამაში დარწმუნებულია, აფერუმ მის ოპტიმიზმს!
999
09 იანვარი 2018 13:42
2
მთავარია სათამაშო დრო ექნეს რომ გაიზარდოს შახტარი კი არა მგონია კარგი იყოს
nnn
09 იანვარი 2018 08:51
0
ახალი წელია თუ პირველი აპრილი. თუ მართლები ხართ ტსკარო მიუთითე.
haha
09 იანვარი 2018 11:30
0
https://www.footballinsider247.com/tottenham-plot-5-3m-jan-swoop-demand-attacker-euro-top-flight-club-makes-decision-report/

http://www.hitc.com/en-gb/2018/01/08/report-tottenham-hotspur-interested-in-signing-giorgi-chakvetadz/

http://www.90min.com/posts/5941599-tottenham-interested-in-signing-gent-midfielder-giorgi-chakvetadze-in-january

https://www.si.com/soccer/2018/01/08/tottenham-interested-signing-gent-midfielder-giorgi-chakvetadze-january

https://www.hln.be/de-krant/tottenham-en-bournemouth-willen-chakvetadze~a6e41154/
ესეც წყარო, ბევრი საიტი საუბრობს და ადასტურებს ამ ინტერესს....
09 იანვარი 2018 13:04
0
უსერიოზულესი გამოცემებია ... ვაახ, რომელ ნორმალურ ქარველს არ გაუხარდება ეგ ამბავი მართლა რო მოხდეს, მაგრამ კარგით რა ... ცოტა სერიოზულად შეხედეთ, 18 წელი არც ისეთი პატარა ასაკია რო ბელგიის ჩემპიონატი ვერ ითამაშოს, თქვენ კიდე ტოტენჰემიო ... ტოტენჰემში თუნდაც სკამზე ისეთი ხალხი ზის რო თავიანთ ნაკრებებში ლიდერები არიან
Emre
09 იანვარი 2018 15:21
0
ერთი და ეგივე წყაროს ეყრდნობა ყველა.
odala
09 იანვარი 2018 15:26
0
მთავარია სათამაშო დრო ექნეს რომ გაიზარდოს შახტარი კი არა მგონია კარგი იყოს
nnn
09 იანვარი 2018 08:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული