თარგმნის ირონია
მთარგმნელებმა არასწორად გადმოსცეს ჯაბა კანკავას ემოციები "ტობოლთან" კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით. ფეხბურთელმა თავად გადაწყვიტა აეხსნა რა არის არასწორი.
ჯაბა კანკავას მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუს თარგმანი გამოაქვეყნა რესპუბლიკურმა ინტერნეტ - პორტალმა Sports.kz-მ, სადაც წერია: "მე ამ კონტრაქტის გაფორმებით განსაკუთრებულად აღფრთოვანებული არ ვყოფილვარ, მაგრამ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ საუკეთესო წინადადებით
- ქართულ მედიას მე სიტყვა - სიტყვით შემდეგი ვუთხარი:"კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ბავშვური აღფრთოვანება არ მქონია - იმ მომენტში "ტობოლისგან" მივიღე ყველაზე უკეთესი წინადადება!" ყაზახეთში კი დაწერეს, რომ "მე ამ კონტრაქტით აღფრთოვანებული არა ვარ". ჩემის აზრით, აქ უზარმაზარი განსხვავებაა! კონტრაქტით აღფრთოვანებული მხოლოდ ერთხელ ვიყავი, როდესაც 18 წლის ასაკში გავაფორმე ჩემი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი. "ტობოლთან" დადებული ხელშეკრულებით კმაყოფილი ვარ და სიამოვნებით ვითამაშებ კოსტანაის გუნდში.