საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, 34 წლის გოგიტა გოგუა ყაზახეთის "ოკჟეტპესიდან" ყაზახეთის რანგით მეორე დივიზიონის პეტროპავლოვსკის "კიზილ ჟარა სკ"-ში გადაბარგდა. ის ადრე ამავე ქვეყნის პირველობაზე "ირტიშსა" და "ორდაბასში" თამაშობდა და იქაური პრემიერლიგის 50 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
"ირტიშიდან" "კიზილ ჟარა სკ"-ში აგრეთვე 30 წლის ქართველი ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი გადავიდა. მან გასულ სეზონში 13 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.