"ეს გუნდი ჩვენი კონკურენტია და მოგებას ვიმედოვნებდით. გოლის გარდა კიდევ ორი ნაღდი მომენტი გვქონდა. არ გაგვიმართლა. თანდათან მოვუმატებთ. უბრალოდ, დრო გვჭირდება.
თამაშისას ხშირად ვაკეთებდი შორეულ და დიაგონალურ გადაცემებს. ვცდილობდი ბურთი მეტოქის ზურგსუკან ჩამეგდო. აზერბაიჯანის ჩემპიონატზე უფრო სწრაფად და აგრესიულად თამაშობენ, ვიდრე საქართველოში. ჯერ ლიდერების "გაბალასა" და "ყარაბაღის" წინააღმდეგ არ მითამაშია. რამდენადაც ვიცი, ეს უკვე სულ სხვა დონეა".