მატჩის შესახებ პროგნოზი კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოზეფ საბომ გააკეთა:
"მიუხედავად იმისა, რომ "რომამ" ბოლო 3 მატჩი მოიგო, ჩემის აზრით, "შახტარმა" უნდა გაიმარჯვოს. მითუმეტეს დღეს. იმედია, ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში გავა.
ასე მგონია, მწვრთნელი პაულო ფონსეკა ერთ-ერთ ცენტრალურ მცველად კრივცოვს დააყენებს. ეტყობა, მას ენდობა. მეორე კი შესაძლოა, გამოცდილი რაკიცკი იყოს. ისე, მე
ვთვლი, რომ დონეცკელებს კვალიფიცირებული ცენტრალური მცველი სჭირდებათ, სწრაფი და შეტევის წამომწყები. უდავოა, რაკიცკი კარგი მცველია, მაგრამ უკანასკნელ ხანს ბევრ შეცდომებს უშვებს".