"აქტობემ" ჯაბა ჯიღაური წარადგინა

AutoSharing Option
"აქტობემ" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური წარადგინა. 25 წლის ფეხბურთელი ბოლოს მაკედონიური "ვარდარის" ღირსებას იცავდა, საიდანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვიდა.

კარიერის განმავლობაში მას ასევე თბილისის "დინამოსა" და საჩხერის "ჩიხურას" რიგებში უასპარეზია. რაც შეეხება "აქტობეს", გუნდმა ყაზახეთის წინა ჩემპიონატში მეცხრე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ყაზახურმა კლუბმა სატრანსფერო ფანჯარაზე 20 ახალი ფეხბურთელი დაიმატა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული