ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

იური სიომინი: გახსოვთ, კვირკველია ბეილს რომ დაეწია?

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა გუნდის ქართველ მცველ საბა კვირკველიას შესახებ ისაუბრა: 

"კვირკველიას გუნდში გადმოსვლა ძალიან რთული იყო. როდესაც შეკრებაზე ვიყავით, მეუბნებოდნენ, რომ თითქოს ქართველს სისწრაფე არ ჰქონდა.

მე კი მათ ვუთხარი: უყურეთ საქართველოსა და უელსის ნაკრებების თამაშს? გახსოვთ, როგორ დაეწია კვირკველია ბეილს?

როგორ შეიძლებოდა ასეთი ფეხბურთელი "რუბინის" სათადარიგოთა წევრი ყოფილიყო".

გასული წლის ბოლოს სიომინმა 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კვირკველია დაასახელა და მას ამის შესახებაც დაეკითხნენ.

"ახლა თქვენ თვითონვე ასახელებთ ქართველს პირველ ადგილზე. მიჭირს ვინმეს გამოყოფა, ყველა ფეხბურთელი თანაბარი
დონის იყო.

პირველ ადგილზე მე ჩვენს გულშემატკივრებს დავაყენებდი", - აღნიშნა სიომინმა.

▶ sport-express: საბა კვირკველია - ქართველი მეფე სოლომონი