სიომინი: პსჟ-ს ბრწყინვალე სამეული ჰყავს და ჩემპიონთა ლიგაზე სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტთან“ მოგებულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ის თამაში შეაფასა.

„პსჟ-ს „ბრესტთან“ გამარჯვება კანონზომიერია. ერთი გუნდი მეორეზე აშკარად ძლიერია. პარიზელებს შეუძლიათ ამ ჩემპიონთა ლიგაზე სიურპრიზი შემოგვთავაზონ, რადგან შეტევაში ბარკოლას, დემბელეს და ხვიჩას სახით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა ჰყავთ.

პირველივე მატჩებში ხვიჩას შედეგიანობა იმაზე მეტყველებს, რომ მაღალი დონის მოთამაშეა. ეს გადასვლა და ადაპტაცია უფრო ადვილად გამოუვიდა, ვიდრე „ნაპოლიში“. მეორე მომენტი - პსჟ-ის მწვრთნელს ხვიჩა უნდოდა და შემტევთა სამეულში ხედავდა. ძნელი სათქმელია, ამ სამეულში რომელია საუკეთესო.
ისინი ყველანი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან“, - ციტირებს სიომინს Championat-ი.

alt"ბრესტის" მწვრთნელი: პსჟ-მ ჩემზე "ბარსაზე" დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

alt"პსვ-მ უკეთ ითამაშა, მათ შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს" - მანუელ ლოკატელი მარცხის შემდეგ

altპსჟს შესაძლო ნახევარფინალი "რეალთან" - კვარაცხელიას გუნდის გზა მიუნხენამდე [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ სამეული გოლებს გაიტანს, მაგრამ დაცვა სუსტია და გოლებს გაუშვებს.
თედორე
17:13 21-02-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული