სიომინი: კვარაცხელია ბრწყინვალეა - პსჟ-ის შემდეგ ეტაპზე გასვლა კანონზომიერია

AutoSharing Option
პსჟ-ის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულის" დამარცხებას და ხვიჩა კვარაცხელიას კარგ თამაშს ცნობილი რუსი მწვრთნელი იური სიომინი გამოეხმაურა.

"ჩემი აზრით, ეს მატჩი ამ ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო იყო - ხარისხით, ემოციებით, ყველაფრით. სრულიად განსხვავებული "პარი სენ ჟერმენი" ვნახეთ. მბაპეს შემდეგ უფრო გუნდური გახდნენ, რადგან მეტს უტევენ და ყველანი თავს იცავენ. დაცვაში ხვიჩა, დემბელე და ბარკოლა მიდიან. უფრო ერთიანი გუნდია.

კვარაცხელია ბრწყინვალედ თამაშობს. როდესაც საჭიროა, გუნდისთვის მუშაობს, როცა აუცილებელია, ინდივიდუალური მოქმედებებით გამოირჩევა. ბალანსის ერთიანობა იმაზე მეტყველებს, რომ გუნდში სრულად ინტეგრირებულია და მნიშვნელოვანი ფიგურა
გახდა. მიმაჩნია, რომ ხვიჩას, ბარკოლას და დემბელეს თავდასხმის სამეული ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუ თავიდან იგრძნობოდა, რომ ხვიჩას არ მოსწონდა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში, ახლა სიამოვნებას იღებს. გუნდისთვის დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს. პსჟ-ის შემდეგ ეტაპზე გასვლა კანონზომიერია", - ციტირებს სიომინს Sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხვიჩა არის სრულყოფილი ფეხბურთელი, მიუხედავად იმისა, თავით არ თამაშობს მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით. ის ფეხითაც ასრულებს ისე, რომ ამ უკმარისობას ვერც კი ამჩნევ მაყურებელი. რაც შეეხება იმას, რომ კონტესგან რაღაცა ისწავლა, სწორედ კონტეს ბრალია ხვიჩამ რომ ნაპოლი დატოვა და მხოლოდ მერეა კლუბის ბრალეულობა ხელფასის გამო. კონტე მას სულ სხვა ფეხბურთის თამაშს აიძულებდა! კონტე არის ავტობუსის ჟოპერი ბლიად, არაფერი მწვრთნელი ეგ არაა, ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გამოიყენა ბლიად, ესაა კარგი მწვრთნელობა? იძულებული გახადა გაქცეულიყო ნაპოლიდან. არადა იქ ბედნიერი იყო! უყვარს მას ეს კლუბი! ენრიკემ ზუსტი გამოყენება მოუნახა ხვიჩას ტალანტს. მიანიჭა სრული თავისუფლება და შედეგიც სასურველი მიიღო. კინტე კი ჩარჩოებს უხაზავდა ბლიად! ამ ჩარჩოებიდან გასვლას როცა ცდილობდა ხვიჩა, კონტე იმწამსვე ფეხზე იყო წამომხტარი და უყვიროდა შენს ადგილზე დაბრუნდიო. სწორედ ეს იყო ხვიჩას ნაპოლიდან გაქცევის მთავარი მიზეზი! დიახ, გაქცევა ჰქვია იმას, რა ფორმითაც მოუწია ნაპოლიდან წასვლა, მაგრამ ის არა ნაპოლის, არრამედ კონტეს გამოექცა. საინტერესოა ახლა იმ პროჭების აზრი, ხვიჩამ სეზონი ჩააგდოო რომ იძახდნენ! რას ამბობენ ახლა ნეტავი? საერთოდ სად არიან, რომ აღარ ჩანან? ხომ ჩააგდებინა ენა მაგ ბოღმა ტიპებს? ასე იყო რუბინში რო. თამაშობდა მაშინაც! ორი თამაში ჩაუვარდა და სოფლის გუნდის ფეხბურთელად ჩამოაქვეითეს მაშინვე! მახსოვს ვწერდი, ხვიჩა ტოპია და ნებისმიერ ტოპ კლუბს ადაპტაციის გარეშე შეუერთდებათქო. გადავიდა ნაპოლიში და დაამტკიცა ჩემი სიტყვები! პირველივე თამაშში სასწაული გოლი შეეაგდო! გააგიჟა ნაპოლის ფანები! მაშინაც ასე გაქრნენ მისი ბოღმა კრიტიკოსები! რა მინდა ვკითხო მათ იიცით? რატომ არიან ასე მტრულად განწყობილი ხვიჩას მიმართ? რაიმე ზიანი მიაყენა, თუ წაართვა რაიმე? უყურე და ისიამოვნე ბლიად, თუ ნამდვილი ფეხბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივარი ხარ, ხვიჩას თამაშმა უარყოფითი აზრი როგორ უნდა დაგაწერინოს კაცს მე არ მესმის! წინ ხვიჩა ბაბუ! ასე გააგრძელე და ძალიან მალე ჩაიხუტებ ოქროს ბურთს! მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მომავალ სეზონზე ვერ დავდებ თავს, მაგრამ იმის მომდევნო სეზონიდან უეჭველი უნდა ველოდოთ!
გურულო
21:55 12-03-2025
0
ხვიჩა კარში დარტყმის მომენტში მგონია ცოტათი ემოციურია და ამიტომ აკლებს ხოლმე ზოგჯერ სიზუსტეს. და როცა ეს “ტვირთიც” მოეხსნება, მერე სხვანაირად “იფრენს”.
წარმატებები ჩვენო ძმაო!!!
გიორგი
20:39 12-03-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული