დავით ხოჭოლავა კიევის "დინამოსთან" დაითარსა - ამჯერად ავტოგოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში დავით ხოჭოლავას "შახტარი" კიევში 1:2 დამარცხდა ადგილობრივ "დინამოსთან" 1:2.

დონბასური გუნდი წინა ტურში გახდა ჩემპიონი, დღევანდელ შეხვედრას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა უკრაინის ელ კლასიკოდ წოდებული ამ გუნდების დაპირისპირება მუდამ პრინციპულია.

მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და სამწუხაროდ, 55-ე წუთზე გატანილი მისი ავტოგოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა - ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მან შეუცვლელად ითამაშა და 48-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

შეგახსენებთ, 14 აპრილს, 37-ე ტურში, "დინამოსთან" დავითის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად გაუშვა
"შახტარმა" ერთადერთი გოლი და ის თამაში 0:1 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 7 /
-ერთი ავტოგოლა კიევს ამშვენებდა, მეორე-დონეცკს.
OZEKI
20 მაისი 2018 13:23
1
ცოტა ზედმეტ ლაპარაკს რომ შეეშვას და თამაშს მიხედოს აჯობებს აშკარად. ორნახევარი თამაში ითამაშა შახტიორში და საჩემპიონო კორიდორს ითხოვს დინამოსგან! ორივე გოლი გაირჭო ერთ ადგილას! ივარჯიშე ბიძია! სალაპარაკოს სხვები იტყვიან
andro
20 მაისი 2018 13:20
3
იმდენად სძულს დინამო მთავარია გოლი გაიტანოს მაგათთან თამაშში ხოლმე და საით გავა მნიშვნელობა არ აქვს მისთვის:):)
shalva
20 მაისი 2018 12:17
3
ეს ბიჭი მთავრობაში მოვა,ამას გრძნობს ჩემი ბებერი გული!
batu
20 მაისი 2018 11:06
1
არაუშავს შეცდომებზე ისწავლის და ნელნელა ძირითადის წევრიც გახდება,გენაცვალე ხოჭო კარგი ბიჭი ხარ ;)
ქართველი
20 მაისი 2018 10:57
0
გაჩერდი რაა...
barca-ს
20 მაისი 2018 01:21
2
მშიერი უფრო კარგად გამოიყურებოდა ჩერნომორეცში
Barca
19 მაისი 2018 23:31
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული