სანდრო კობახიძე და ანდრო გიორგაძე ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ქართველების "ვორსკლამ" პოლტავაში 2:0 დაამარცხა ლუგანსკის "ზორია". მატჩს 11 633 მაყურებელი დაესწრო.

"ვორსკლა" მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

ამ შეხვედრაში სანდრო კობახიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ანდრო გიორგაძე სათადარიგო იყო.

კობახიძემ უკრაინის პრემიერლიგის 20 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ხოლო გიორგაძემ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული