პაპუნაშვილის "სარაგოსა" "ნუმანსიასთან" დამარცხდა და სეგუნდადივიზიონში დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" ლა ლიგაში გადასვლელი პლეი-ოფის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე "ნუმანსიასთან" 1:2 დამარცხდა და სეგუნდადივიზიონში დარჩა.

პირველი შეხვედრა "სარაგოსამ" სტუმრად 1:1 დაასრულა, შეეძლო მოეგო, მაგრამ მსაჯმა გიორგის ნაღდი პენალტი არ დაუდო.

დღევანდელი მატჩი მან შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარის დალაშქვრის ორი ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

ანგარიში 64-ე წუთზე "ნუმანსიამ" გახსნა, 79-ე წუთზე მასპინძლებმა საპასუხო გოლი გაიტანეს და როდესაც ყველას ეგონა, დამატებითი დრო დაინიშნებოდა, კომპენსირებულ დროში სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

არადა, მთელი ქალაქი გამარჯვებისთვის ემზადებოდა, საზეიმო განწყობა იყო, "ლა
რომარედა" პირთამდე გაივსო და ...
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჰა ვიჭიდაოთ ბარსელონა?
ddgfdf
18 ოქტომბერი 2019 13:03
0
სტადიონზე დავესცარი 3 ქარტველტან ერტად..7 მეტრიან კარებს მეკარეს რო დაუმიზნებ გამოუცდელობის ბრალია და კიდევ კლასის..ეხ სად არ არის მილიტო..
qartveli zaragozidan
10 ივნისი 2018 14:28
2
ჯობდა არ ეთამაშა! ქართული ფეხბურთის (თუ ასეთი რამ კიდე არსებობს) საშველი არ არიიიი! გაიგეთ, შეეგუეთ და დაივიწყეთ! ფუუ რაა!
bs
10 ივნისი 2018 11:06
18
აშკარად ნერვულ დაძაბულობას ვერ გაუძლეს,მთელ გუნდზე ვამბობ.ვისაც ახსოვს საქართველოს პირველი ოფიციალური მატჩი მოლდოვასთან,აქაც მსგავსი სიტუაცია იყო.იქაც ჩვენი ბიჭები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ,უამრავი მომენტი შექმნეს,უმაღლეს სისწრაფეებზე ითამაშეს და 0-1 წააგეს.იქაც და აქაც, ნერვულმა აღგზნებამ ხელი შეუშალა გუნდს პოტენციალის გამოყენებაში.
სოსო
10 ივნისი 2018 10:41
3
ძალიან მეწყინა რომ ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე, იმედი მქონდა რომ გავიდოდა მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება, პაპუს რაც შეეხება მარტო მისი ბრალი არააა რომ ვერ მოიგეს, 2 დან 1 შანსი უნდა გამოეყენებინა და სარაგოსას გმირი იქნებოდა, არაუშავს იმედია ეს არ დაასუსტებს და გამოცდილება უფრო გააძლიერებს და არ დანებდება, წარმატებები პაპუს.
roma
10 ივნისი 2018 10:08
0
რატომ უხდიან მესის და ნეიმარს იმხელა ფულსო, იმიტომ რომ არცერთ მაგ მომენტს ისინი ხელიდან არ გაუშვებდნენ და შეასრულებდნენ.
!!!!!!!!!!!!!!
10 ივნისი 2018 08:44
0
ხო მარა, მაინც ნამეტარია!!! )))
aburjga
12 ივნისი 2018 14:26
0
ორჯერ გავიდა 0-0ზე პირისპირ მეკარესთან ერთი აუღო მეკარემ მეორე ააცილა კარს ორიდან რომ ერთი გაეტანა 1-0ზე სხვა თამაში შეიძლება წასულიყო
ტოტტი
10 ივნისი 2018 07:54
0
როგორ გამიტყდა,არა და რა იმედი მქონდა?...
ბაჩო გ
10 ივნისი 2018 01:52
0
სანამ მაგ ტატრულ ვარცხნილობას არ სჰეიცვლის დიდი პროგრესი არ ექნება.
fdghf
09 ივნისი 2018 23:42
15
შენი აზრით კიკინები უნდა ეკეთოს?!
ბს
10 ივნისი 2018 10:58
3
ღმერთო ჩემო თურმე რისი ბრალი ყოფილა.
giga
10 ივნისი 2018 09:38
1
აუ 2 რა მაგარი მომენტი გააფუჭა პაპუმ.
ქობულეთელი
09 ივნისი 2018 22:53
0

სიახლეები პოპულარული