ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია ბელგიის კლუბ "გენტში" გადავიდა. ამის შესახებ ფეხბურთელმა ინფორმაცია Sportall.ge-ს დაუდასტურა.

"გუშინ "გენტში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე. კონტრაქტს ხელს სავარაუდოდ სამშაბათს, ანდაც ოთხშაბათს მოვაწერ. კონტრაქტი სავარაუდოდ 4-წლიანი იქნება.

რატომ გადავწყვიტე "გენტში" გადასვლა? ჩემი აზრით, ბელგიის ჩემპიონატი ავსტრიის ჩემპიონაზე მაღლა დგას. გარდა ამისა, როდესაც ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას იხდიან (სატრანსფერო თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს), და ნდობას გიცხადებენ, ე.ი მათთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ.

ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. გუნდთან ერთად ვარჯიშს თვის ბოლოს შევძლებ, თამაში კი სავარაუდოდ
აგვისტოს ნახევარში შემეძლება", - გვითხრა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ "გენტში" კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ბერიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხებიან.

altავსტრიული პრესა: გიორგი ქვილითაია მალე "გენტის" ფეხბურთელი გახდება

ასევე დაგაინტერესებთ