ავსტრიული პრესა: გიორგი ქვილითაია მალე "გენტის" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ავსტრიულ პრესას თუ დავუჯერებთ, დიდი შანსია, საქართველოს ნაკრებისა და ვენის "რაპიდის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია ბელგიურ "გენტში" გადაბარგდეს.

წყაროს ცნობით, მანამ, სანამ ჩვენებური ტრავმას მიიღებდა, "რაპიდი" ქვილითაიას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას არნემის "ვიტესთან" აწარმოებდა და მას 3,5 მილიონ ევროდ აფასებდა.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ახლა ტრავმირებულია და სექტემბრამდე ვერ ითამაშებს, მის დამატებას კლუბები მაინც ცდილობენ.

ავსტრიული პრესის ინფორმაციით, მოლაპარაკებები "რაპიდსა" და "გენტს" შორის უკვე მიმდინარეობს და მალე ის ამ გუნდში ჩაირიცხება. 

კითხვაზე, თუ რაში სჭირდება ბელგიურ კლუბს საქართველოს ნაკრების ტრავმირებული შემტევი, წყარო
პასუხობს, რომ "გენტი" ახლა მას იაფად იყიდის და ის მომავალში გამოადგებათ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ბერიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხებიან.

altგიორგი ქვილითაია: ვენის აეროპორტში ჩამოვედი, პოლიციელმა ჩემი მოწვევა ნახა და მითხრა...

altგიორგი ქვილითაია: ტრავმამ ბევრი რამე შეცვალა... ახლა არ ვიცი, რა იქნება

altექსკლუზივი: რა მოხდა "რაპიდის" ვარჯიშზე? გიორგი ქვილითაიას ოპერაცია ესაჭიროება

მკითხველის კომენტარები / 1 /
გენტი ჯობია, ახლა, ვითომ, რაპიდს??? რა ვიცი, რა ვიცი?! :–(
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული