ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯიმი ტაბიძე ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა, ზაქარია ბეგლარიშვილი - ვერა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებში ორმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა - ჯიმი ტაბიძის "უფა" მესამე რაუნდში გავიდა, ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა კი გათამაშებას გამოეთიშა.

ქართველი მცველის "უფას" სახლში პირველი მატჩი "დომჟალესთან" 0:0 ჰქონდა დასრულებული, განმეორებითი შეხვედრის 87-ე წუთზე კი მოახერხა ანგარიშის გათანაბრება (1:1) და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ლუქსემბურგის "პროგრესს" შეხვდება, რომელმაც უნგრეთის "ჰონვედი" გამოთიშა ტურნირიდან.

ბეგლარიშვილის "ფლორა" კვიპროსში" 0:5 განადგურდა აპოელთან, სახლში 2:0 სძლია და მესამე რაუნდში კვიპროსული გუნდი  მიიღებს მონაწილეობას.

ორივე ქართველმა
ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა.

altჯიმი ტაბიძე: ეს დღე ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება