ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი პირველ ვარჯიშს ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე არასრული შემადგენლობით გამართავს. რამდენიმე ლეგიონერი ნაკრების საწვრთნელ შეკრებას 20 სექტემბრიდან შეუერთდება.

მთავარი მწვრთნელის მიერ დასახელებულ პირველად შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. "დინამო თბილისის" წევრმა ჯიმი ტაბიძემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში სათამაშო ეპიზოდში შეჯახებისას ტვინის შერყევა მიიღო და ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. ჯიმი ტაბიძეს საქართველოს ნაკრების განაცხადში ბათუმის "დინამოს" წევრი გრიგოლ ჩაბრაძე შეცვლის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კირკიტაძის სტილი არ მოსწონს ვილის თუ ფიზიონომია?!მემგონი კაკაბაძეზეც და ჩაბრაძეზეც ძლიერია ფიზიკურად, სისწრაფით !იმსახურებს ეს ბიჭი შანსს.
გიორგი IV
10:38 20-09-2022
0
დამშვიდდით სანიოლმა უკეთ იცის.
ასეა ეს
22:42 19-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული