გიორგი ქვილითაია: ეს არის 3-თვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-5 ტურში "ლოკერენთან" გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგ კომენტარი "გენტის" ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბელგიური კლუბის ფორმა პირველად მოირგო და მას დებიუტი ჰქონდა.

"ეს არ არის მხოლოდ გოლი. ეს არის 3-თვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი.

მინდა, ფიზიოთერაპევტებს და მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო. ჩემს გამოჯანმრთელებაში წვლილი ყველას მიუძღვის.

20 მაისს გამიკეთეს ოპერაცია და მითხრეს, რომ 4 თვე გამიცდებოდა, თუმცა 3 თვეში დავბრუნდი. ექიმებს ყოველთვის ვუჯერებდი და მენტალური გამძლეობა ჩემი ძლიერი მხარეა.

იმედი მაქვს, ხალხი ჩემს შესაძლებლობებს დაიჯერებს,
რადგან ტრავმირებული ფეხბურთელი არავის მოსწონს.

"გენტისთვის" ბევრ გოლს გავიტან, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ქვილითაიამ.

alt ქვილითაია სადებიუტო მატჩში 87-ე წუთზე შევიდა, მაშინვე გოლი გაიტანა და გენტს გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
მე ვაისის მხარესა ვარ, ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი კარგა ხანია არ გვყოლია, არაა ადვილი ამ ბიჭებში საუკეთესონი აარჩიო, მაგარი გუნდი უნდა დაგეს წესით! წინ ლომებო, თქვენ ეს შეგიძლიათ. ქვილითაია მაგარი რომ არ ყოფილიყო, ფეხმოტე ილში 3 მილიონს ვინ გადაიხდიდა, შრომა და კიდევ შრომა, აი, რას უსვამს ხაზს, ნამდვილი პროფესიონალის სიტყვებია!
cdf
27 აგვისტო 2018 15:09
0
ფლანგებზე ნაკრებში მეშველიანი და ზამბახიძე დააყენოს ვაისმა და ყველაფერი კარგად იქნება.
ჯაბა
27 აგვისტო 2018 13:37
8
ვინა ბიჯოო?:)
flangei
27 აგვისტო 2018 13:59
1

ყაზახეთთან ყველაზე კარგი ვარიანტია იქნება შემდეგი ძირითადი შემადგენლობა: ძაბირაძე, მახათაძე, გოშთელიანი, რურუა, ქარუმიძე (ან ბაზღაძე), ლეკვეიშვილი,მახვილაძე და სტურუა (ან ქვილითაია)
გიორგი
27 აგვისტო 2018 12:29
7
შენი უბნის გუნდი ჩამოთვალე თუ ვინები არიან?
ზურა
27 აგვისტო 2018 13:50
2
მე წინწაწეული ვაშაძე-ნათელაშვილის ტანდემი მომწონს ზურგს უკან თუ ხუხაშვილი ეყოლებათ.
ჰაჰა
27 აგვისტო 2018 13:03
1
სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, აქ ჩვენთან ბევრმა ჩამოწერა სანაკრებოდ, 1 თამაშს თუ ჩააგდებ ვსო 0-ი ხარ... მიდი ქვილო შებერე, შრომის მოყვარე ბიჭი ხარ და ბევრსაც მიაღწევ. წარმატებები!
ძეკე
27 აგვისტო 2018 12:25
0
რა მაგის პასუხია და ვაისი რატომ აგვიანებს შემადგენლობის გამოცხადებას?
georgia
27 აგვისტო 2018 11:02
1
ვინ უნდა გამოაცხადოს?ნახევარი გუნდი ჯერ ახლა იწყებს ტრავმის შემდეგ თამაშს.შეხედავს ვინ ასწრებს და ვინ ვერა ფორმაში შესავლას.გამოცხადებას, გამოცხადებისათვის, რა აზრი აქვს.
სოსო
27 აგვისტო 2018 12:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული