"სარაგოსას" ახალმა მწვრთნელმა იმანოლ იდიაკესმა თქვა, რომ პაპუნაშვილს სასტარტო შემადგენლობაში დააყენებდა და ასეც მოიქცა.
ქართველმა ლეგიონერმა გუნდის თავკაცს იმედები გაუმართლა - მან მე-6 წუთზე ანგარიში შორიდან ლამაზი დარტყმით გახსნა, შესვენების შემდეგ მისმა თანაგუნდელმა ჟორჟე პომბიომ მეორე გოლი გაუტანა სტუმრებს, ხოლო 53-ე წუთზე ლა კორუნიელებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს.
გიორგი იდიაკესმა 72-ე წუთზე შეცვალა, რადგან ტრავმა ახალი მორჩენილი აქვს და ბოლომდე არა ფორმაში ჩამდგარი.
არაგონული გუნდი 4 ტურის შემდეგ სეგუნდადივიზიონში 8 ქულით მე-4 ადგილზეა და 16 სექტემბერს, შემდეგ ტურში სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერს "ალმერიას" ხვდება.
"სარაგოსას" მწვრთნელი: პაპუნაშვილი მზადყოფნაშია და სათამაშო დრო ამ მატჩშიც მიეცემა
მას დიდი მომავალი აქვს! - გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
სამაგიეროდ, ქვილითაია,რომელიც ასევე ახალ ტრავმიანი იყო, ათამაშა. შედეგად, პაპუ თამაშობს და გოლს იტანს, ხოლო ქვილითა 6 თვით გამოგვაკლდა.