ავთო ებრალიძე: მჯერა, რომ დადგება ისევ ის დრო, როცა ნაკრებში დამიძახებენ

AutoSharing Option
ავთო ებრალიძე პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდის, "ჩავესის" ღირსებას იცავს. მან ახალ გუნდში ექვსი მატჩის ჩატარება მოასწრო.

ჩვენ ქართველ ფეხბურთელს პორტუგალიაში დავუკავშირდით და საკლუბო-სანაკრებო თემებზე ვესაუბრეთ:

- "ჩავესში" ძირითადი შემადგენლობის წევრი ხარ. როგორ შეაფასებდი შენს ახალ კლუბს და მიმდინარე სეზონს?
- სამი თვე გავიდა, რაც "ჩავესში" ვარ. ჯერ კიდევ შეგუების პერიოდი მაქვს - ახალი ქალაქი, ახალი ხალხი. ძალიან კარგი გუნდია, ყველაფერი შესანიშნავ დონეზეა. სეზონი ცოტა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო მატჩებში შედეგიანობა გამოვასწორეთ, კარგ შეხვედრებს ვატარებდით და გვჯერა, რომ კარგი სეზონი გამოგვივა.

ჩემი
გეგმაა, რომ მაქსიმალურად წარმატებული სეზონი გამომივიდეს და ბევრი სათამაშო დრო მქონდეს. რაც მთავარია, ტრავმების გარეშე ჩავატარო სეზონი, გუნდს დავეხმარო და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად წარიმართება.

- პორტუგალიის ჩემპიონატში კიდევ ორი ქართველი თამაშობს. თუ გაქვს მათთან კონტაქტი? როგორ შეაფასებდი მათ ასპარეზობას ჩემპიონატში და რა დამოკიდებულებაა მათ მიმართ?
- იმედი მაქვს, სამივეს კარგი სეზონი გვექნება, რადგან ამით შევძლებთ პორტუგალიაში სახელი გავუთქვათ ქართველებს. გიორგი მაკარიძეს კარგად ვიცნობ, გიორგი არაბიძეს ჯერ არ შევხვედრივარ.

მაგრამ არაბიძეზე რაც შემიძლია ვთქვა - ვგულშემატკივრობ, ის ყველას ძალიან მოსწონს აქ და დიდი მომავალი აქვს. ვიცი, რომ თავს გამოიჩენს და მალე უფრო დიდ გუნდში მოხვდება.

მაკარიძე რამდენიმე წელია პორტუგალიაში. მას ყველა იცნობს და მოსწონთ. ის ერთ-ერთი ადგილობრივი გრანდის მეკარეა. გიორგი მაღალი დონის მეკარეა და პორტუგალიაში ქართველებს კარგი სახელი გვაქვს. მინდა, ეს სეზონი წარმატებულად ჩავატაროთ სამივემ, რათა ხელი შევუწყოთ ინტერესს ქართველი ფეხბურთელებისადმი.

- ბოლო პერიოდში გახშირდა იმაზე საუბარი, რომ ავთო ებრალიძე უნდა დაბრუნდეს ნაკრებში. იყო თუ არა რამე სახის ინტერესი შენ მიმართ ნაკრების მხრიდან?
- კი, ნამდვილად გახშირდა. ალბათ, იმიტომ, რომ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ვთამაშობ. აქ უკვე სხვა დონეა. ჩემი აზრით, იციან ჩემ შესახებ და მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებას. მჯერა, რომ დადგება ისევ ის დრო, როცა ნაკრებში დამიძახებენ.

ადრეც და ახლაც ვფიქრობდი ნაკრებში მოხვედრაზე. მიზანი არის, რომ ნაკრებში რაც შეიძლება ხშირად მოვხვდე და წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. პროფესიონალურად ვუდგები საქმეს. თუ დამიძახებენ, აუცილებლად მზად ვიქნები.

- საქართველოს ნაკრებმა ორი ოფიციალური შეხვედრა ითამაშა ერთა ლიგაზე. როგორ შეაფასებდი ამ მატჩებს?
- ჩვენს ჯგუფს რომ გადავხედოთ, რა თქმა უნდა, ფავორიტები ვართ. ყველა იტყვის, რომ ადვილად უნდა გავიდეთ, თუმცა მარტივი და ადვილი მეტოქე არ არსებობს. ორივე შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მაქსიმალური კონცენტრაციითა და რაც მთავარია, იმის რწმენით, რომ ფავორიტები ვართ. მომეწონა ნაკრების ასპარეზობა და ნამდვილად ეტყობა უკეთესობა.

ჩემი აზრით, ერთა ლიგის მოგების კარგი შანსი გვაქვს. არის ერთი-ორი ნაკრები, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაგვიწიოს, თუმცა უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავა.

alt2 მატჩში 6 ქულა ავიღეთ? ავიღეთ - აბა, რით ვართ უკმაყოფილოები?

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯო, სულ თერთმეტი ფეხბურთელია მინდორზედა! ერთს ჩასვამს - მეორე რად არ ჩასვიო, მეორეს ჩასვამ მესამე რად არა სვამო, მესამეს ჩასვამ არა მეოთხეო... ჯო ვისი გული, რამდენი გამოიყვანოს იმ ვაისმა? ბარემ ერთიანად ჩამოჩოთქეთ და შეთანხმდით სახალხოდ!
ნოდარი
16 სექტემბერი 2018 16:22
6
დაგიძახებენ ავთო დაგიძახებენ,უბრალოდ ვაისი ელოდება ჩემთან როდის მოხვალ)
პარიკმახერი
16 სექტემბერი 2018 14:59
7
avto ert erti sauketesoa, nakrebshi auzileblad unda dauzaxon, tarmatebebi!
qomagi
16 სექტემბერი 2018 13:28
2
Fotos kargad daakvirdi jer ra janzea bichi fizikurad...
Emigranti
16 სექტემბერი 2018 02:43
2
Modrichs jer erti naxevar mcvelia. Meorec erti portugalis chempionatze uketesi kazaxetis aris. Espanetis laliga2. Saqartvelosi shvedeti dania shveucaria avstria polonetis romel amqveynis chempionatidan tamashoben ligaze yovel cels dines vkitxulib chempionatis bichs aqvs 100% praqtika da kai naxevarmcvelia da bevrze metad imsaxurebs nakrebshi rom iyos. Beglarishvils amsezonshi 20 goli aqvs ukve gatanuli da chven sam tavdamsxmels ertad ar aqvs gatanili es bichic imsaxurebs rim moxvdes nakrebshi sanam estonetis nakrebi cagvartmevs exla qvilitaias magivrad dvalishvils rom gamoidzaxebs mere naxet tqven da dakmayofildit da idzaxet rat gvinda ebralidze goli ar gautaniao mchedludzes ar utamashia cels kacharavas golu ki ara tamashi enatreba da ati cuti tu atamasheben xolme romel gilzea laparaki. Ramdeni utamashebeli da ramdebi dublebshi tamashobs da ramdeni skams xexavs clebi ukve vinc stabilurad dziritadshia da praqtika aqvs is ar gvinda imitom rom chempioni da goli ar gautania jer magari midgoma gqonia dzmao da magrad gesmis fexburti
Emigranti
16 სექტემბერი 2018 02:40
3
მე ვუყურებ ამ ბიჭის თამაშს, მესი არ არის, მაგრამ ამაზე უკეთესები არც გვყავს.
ემირი
15 სექტემბერი 2018 22:34
1
"ახლაც თუ არ გამოიძახა..."-ო ისე, წერთ, თითქოს პორტუგალიის ჩემპიონი ან ბომბარდირი გახდა. რეალურად, ამ გუნდში ჯერ გოლიც არ გაუტანია! დაეშვით მიწაზე. პორტუგალიის ჩემპიონატში მხოლოდ თამაში არ ნიშნავს რომ მაინც და მაინც ნაკრებში უნდა ითამაშოს.
ისე კი, ინტერვიუში გამოჩნდა, რომ კარგი ადამიანია და პროფესიონალურად უდგება საკითხს. კიდევ მოინდომოს, დაიწყოს შედეგიანად თამაში და ნაკრებშიც დაუძახებენ. წარმატებებს ვუსურვებ მთელი გულით!
Modric
15 სექტემბერი 2018 21:50
8
Exlac tu ar gamoidzaxa da ar atamasha martla usamartloba aris da iqneba davanaxot ramdens gvinda ebralidze nakrebshi... ezekiel linki gaugzavne vaissas ebralidzis iqneb uyuros da naxos tamashi am bichis
Emigranti
15 სექტემბერი 2018 20:38
2
ზეზვა გეთანხმები ძმა 10000000 პროცენტით, კაცი ნამდვილი პატრიოტი და პროფესიონალია, ვინც მოითმენს ის მოიგებს, არ არის გამორიცხული ანდორასთან ითამაშოს და თან ძირითადში რადგან ვაისმა არ იცის რას წარმოადგენს და გამოცდის. წარმატებები
roma
15 სექტემბერი 2018 18:43
2
ძალიან მიკვირს და ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი, რატომ არუნდა დაუძახო ამ კაცს ნაკრების 23 კაციან განაცხადში. ავთო წლებია უკვე პორტუგალიის არც თუ დაბალ ჩემპიონატში სტაბილურად თამშობს. დღეისათვის ნაკრები არ არის განებივრებული ამ დონის ფეხბურთელებით. ძალიან საწყენია, იმსახურებს ეს ბიჭი ნაკრებს.
ჯიღაურს აღარ ჯობია კაცო?? (არაფერი პირადული)
giga
15 სექტემბერი 2018 16:58
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული