ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯანო ანანიძემ ტრავმა სრულად მოირჩინა და ცსკა-სთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
"სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მარტში საქართველოს ნაკრებში ლიეტუვასთან მატჩში მიღებული ტრავმა სრულად მოირჩინა და რუსეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში ცსკა-სთან სათამაშოდ ემზადება.

კლუბის საიტი იუწყება, რომ ის ფეხბურთელები, რომლებმაც "რაპიდთან" ევროპა ლიგაზე ითამაშეს, ტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ, ხოლო დანარჩენები ბურთით მოედანზე.

ჯანომ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ივარჯიშა.

ცსკა-სა და "სპარტაკის" შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება.

ასე რომ, ანანიძე მალე საქართველოს ნაკრებს დაეხმარება.

altჯანო ანანიძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სათამაშოდ მზად არის

ასევე დაგაინტერესებთ