ტელეარხი აღნიშნავს, რომ ლორიას, რომელიც გასულ სეზონში დაღესტნურ გუნდში იჯარით თამაშობდა, ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ნოემბერში გასამრჯელოს ნაწილი არ მისცეს, ხოლო თებერვლიდან ანაზღაურება საერთოდ არ გადაუხადეს.
ლორიამ რუსეთის ფეხბურთის კავშირს დახმარების თხოვნით მიმართა.
გიორგიმ "ანჟიში" გასულ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და ორჯერ შეინახა კარი მშრალად.
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს