უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში "შახტარმა" ხარკოვში დაძაბულ ბრძოლაში 1:0 სძლია ჩერნიგივის "დესნას".
ამ მატჩში კურიოზული შემთხვევა მოხდა - მსაჯმა სერგეი ბოიკომ მეორე ტაიმში უხეში თამაშისთვის სტუმართა გუნდის ნახევარმცველს ლუკა კობერიძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა, მაგრამ მისი თანაგუნდელების პროტესტის შემდეგ ყვითელი ბარათი გაუუქმა, მოედანზე დატოვა და მის ნაცვლად "დესნას" ჰავბეკი ანტონ ბრატკოვი გააფრთხილა, რომელიც იმ ეპიზოდში არაფერ შუაში არ იყო.
ამის შემდეგ, 66-ე წუთზე არბიტრმა პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელს ოლნარვაჟუ კაიოდეს და კაცნაკლულმა დონეცკელებმა მაინც მოხერხეს გამარჯვების
მოპოვება. გოლი 88-ე წუთზე საჯარიმოდან მაიკონმა გაიტანა.
დონბასელთა მცველი დავით ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს.
"შახტარი" 31 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან კიევის "დინამოს" 5 ქულით უსწრებს, თუმცა დედაქალაქელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
"შახტარი" 23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს, 27 ოქტომბერს კი ქვეყნის პირველობაზე კიევში "არსენალს" შეხვდება.