"სარაგოსას" საიტი იტყობინება, რომ ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად წვიმაში ივარჯიშა.
"სარაგოსა" ხვალ სეგუნდადივიზიონის მე-10 ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერს "ტენერიფეს" უმასპინძლებს.
არაგონული გუნდი 10 ქულით მე-15 ადგილზეა.
გიორგიმ ტრავმა 28 სექტემბერს "ალბასეტესთან" შეხვედრაში მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
მან ტრავმის გამო ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მატჩებში ვერ მიიღო მონაწილეობა.