ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯანო ანანიძემ გადაყენებულ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, დღეს მოსკოვის "სპარტაკის" მწვრთნელი მასიმო კარერა გადააყენეს და მას ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მადლობა გადაუხადა.

"მადლობა ყველაფრისათვის", - დაწერა ანანიძემ ინსტაგრამზე.

დროებით გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას რაულ რიანჩო შეასრულებს.

კარერამ "სპარტაკი" 2016/2017 წლების სეზონში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი უკანასკნელი 16 წლის მანძილზე პირველად გახდა ჩემპიონი.

ასევე დაგაინტერესებთ