ანდრეი პიატოვი: დავით ხოჭოლავა ჩემი მტერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დონეცკის "შახტარის" მეკარე ანდრეი პიატოვისთვის "დესნასთან" მოგებული (1:0) მატჩი საიუბილეო, მე-400 აღმოჩნდა უკრაინულ გუნდში.

მას მატჩის წინ სპეციალური პრიზი გადაეცა, გასახდელში კი თანაგუნდელებისგან საჩუქრად ტორტი მიიღო, რომელიც ჭამის მაგივრად სახეში შეაზილეს.

როგორც ანდრეი პიატოვი ამბობს, ამის ინიციატორები დავით ხოჭოლავა და მიკოლა მატვიენკო იყვნენ.

"ცოტა ტორტი გავსინჯე, გემრიელი იყო, მაგრამ ახლა ხოჭოლავა და მატვიენკო ჩემი მტრები არიან, ეს ყველაფერი მათ დაიწყეს. არ მახსენდება, რომ ასე ვინმესთვის მიელოცოთ" - ღიმილით განაცხადა უკრაინელმა მეკარემ.

დღეს, 23 ოქტომბერს პიატოვის და ხოჭოლავას "შახტარი" ჩემპიონთა ლიგაზე
"მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

altდავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის პირველი წრის სიმბოლურში შეიყვანეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბიჭს ერთი დიდი ნაკლი აქვს ძაან სიმპატიურია და უკრაინელი გოგოები არ მოასვენებენ.ეს კი რეჟიმის პირველი მტერია რის გარეშეც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლებელია.
ამაშია საქმე
14:05 23-10-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული