თავგატეხილმა საბა კვირკველიამ კრასნოიარსკში ბოლომდე ითამაშა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივმა" კრასნოიარსკში 3:0 დაამარცხა "ენისეი".

მატჩის 51-ე წუთზე ბურთზე ბრძოლისას მეტოქე გუნდის სომეხმა თავდამსხმელმა არტურ სარქისოვმა კვირკველიას ბუცის ქაცვით თავი გაუტეხა და მიუხედავად იმისა, რომ სისხლი წამოუვიდა, საბამ ბოლომდე ითამაშა.

კლუბის საიტი კვირკველიას თავდადებისთვის აქებს და მის საქციელს გმირობად აფასებს.

იმ მომენტისთვის სარქისოვს ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული დ მსაჯმა ვლადისლავ ბეზბოროდოვმა მისთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენებისა და გაძევებისგან თავი შეიკავა.

ყოფილმა არბიტრმა ვიაჩესლავ ვარიუშინმა განცხადა, რომ ბეზბოროდოვს სარქისოვი აუცილებლად უნდა გაეძევებინა.

"ლოკომოტივმა"
რუსეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე გამრჯვება იზეიმა, 21 ქულა დააგროვა, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა და 3 ნოემბერს, შემდეგ ტურში ტულის "არსენალს" მასპინძლობს. ამას გარდა, 31 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის თასზე "ენისეის" შეხვდება, ხოლო 7 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე "პორტუს" ეთამაშება.

altსიომინი: კვირკველიას მებრძოლ ხასიათს აღვნიშნავ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული